დაიჭირეს ზღვის უიშვიათესი ლურჯი კიბო, რომლის მოპოვების ალბათობა 200 მილიონში ერთია
ფოტო: Matthew Modoono
ცოტა ხნის წინ ბრედ მიესლინსკიმ უიშვიათესი მოლურჯო-ცისფერი ზღვის კიბო დაიჭირა. ის ორ მილიონში მხოლოდ ერთია.
ზოგადად, ზღვის კიბო მომწვანო ყავისფერია. ზოგჯერ გენეტიკური ანომალიები მათ უცნაურ შეფერილობას აძლევს. მაგალითად, აქამდე ყვითელი და ჭორფლიანი ზღვის კიბოები უპოვიათ.
ხშირად გვგონია, რომ ზღვის კიბოები წითლები არიან, მაგრამ რეალურად ასე მხოლოდ მოხარშვის შემდეგ ხდებიან. სიცხე შლის ცილას, რომელიც წითელ პიგმენტს გამოყოფს. ზუსტად ამ ცილის სიჭარბე განაპირობებს ლურჯ ფერს.
ზღვის კიბოს ნეპტუნი დაარქვეს. მას ლურჯი ფერის გამომმუშავებელი ჭარბი ცილის მუტაცია აქვს.
"აღფრთოვანებული ვიყავი, როცა ასეთი იშვიათი ზღვის კიბო დავინახე", — განაცხადა ნეიდა ვილიანუევამ, რომელიც პროფესორი ჯონათან გრაბოვსკის ლაბორატორიაში მუშაობს — "არ მეგონა, თუ მას ოდესმე პირადად ვნახავდი. მეთევზე ბრედ მიესლინსკი ძალიან კეთილია, რადგან ნეპტუნი უნივერსიტეტს აჩუქა. ახალი შენაძენი ყველას ძალიან გვახარებს".
"ვფიქრობ, ნეპტუნის შეფერილობა სტუდენტებსა და მნახველებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, რომ უიშვიათესი ზღვის კიბო ნახონ და მასზე კითხვები დასვან", — დაამატა ვილიანუევამ.
ნეპტუნი 1 კილოგრამზე ოდნავ ნაკლებს იწონის და დაახლოებით 7 წლისაა. როგორც წესი ზღვის კიბოებს 100 წლამდე შეუძლიათ იცოცხლონ. ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ლურჯი ზღვის კიბოს არსებობის ალბათობა 2 მილიონში, ხოლო დაჭერის შანსი 200 მილიონში ერთია.

კომენტარები