2023 წლიდან გლობალური ტემპერატურის მკვეთრმა მატებამ კატაკლიზმები მთელ მსოფლიოში გააქტიურა.

მსოფლიო ოკეანეების მონაცემების თანახმად, ამაში დიდი წვლილი ზღვის ზედაპირის დათბობას მიუძღვის. და, აი, ახლა რედინგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ოკეანეების ზედაპირი ოთხჯერ სწრაფად თბება, ვიდრე 1980-იანი წლების ბოლოს.

Sea surface temperatures were the highest on record (again) for the month of December across the northern half of the Atlantic Ocean. Data available from NOAA ERSSTv5: www.ncei.noaa.gov/products/ext... 🌊

[image or embed]

— Zack Labe (@zacklabe.com) January 27, 2025 at 4:48 PM

ჩვენ ვიცოდით, რომ ჭარბი სითბო ელ-ნინიოს მოვლენებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მიიჩნეოდა, რომ ამის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი თეორია სითბოს დამჭერი წყლის ორთქლი იყო, რომელიც 2022 წელს წყალქვეშა ვულკანისგან (ჰუნგა-ტინგა-ჰუნგა-ჰაპაისგან) ამოიფრქვა. ასევე გასათვალისწინებელია მზის ციკლური პიკი, რომელიც ჩვენკენ უფრო მეტ სითბოს ტყორცნის.

თუმცა, ეს ყველაფერი ერთად აღებულიც ვერ ხსნიდა არსებულ ტემპერატურას. შესაბამისად, კრის მერჩანტმა და მისმა კოლეგებმა, 1985 წლის შემდეგ აღრიცხული მონაცემების გამოყენებით ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებელი შეისწავლეს.

მათ აღმოაჩინეს, რომ დათბობის მაჩვენებელი 80-იან წლებში დაახლოებით 0.06°C იყო, მაგრამ ახლა ეს გაიზარდა და 0.27°C-ია. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ეს არ არის ხაზობრივი ზრდა, არამედ სერიოზული აჩქარებაა.

ჭარბი სითბოს ნაწილზე პასუხისმგებელი მართლაც ელ-ნინიოა. თუმცა, აქედან 44%-ის მიზეზი ისაა, რომ ოკეანეები სითბოს იმაზე გაცილებით სწრაფად შთანთქავს, ვიდრე გასულ ათწლეულებში.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ტემპერატურის ზრდა უფრო დაჩქარდება. მაგალითად, შემდეგ 20 წელიწადში ტემპერატურის ზრდა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ბოლო 40 წელიწადში.

ეს პროცესები უკვე აისახა ტყის ხანძრებზე, მოსავლის განადგურებაზე, დაავადებების გავრცელებასა და შიმშილობაზე. ზომების არ მიღების შემთხვევაში, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება.

წყალდიდობის შედეგები ვალენსიაში, 2024 წლის 20 ოქტომბერი.

ფოტო: Getty Image

კვლევა ჟურნალ Environmental Research Letters-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.