გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI ახალ მოდელზე მუშაობს, რომელსაც "ადამიანის მსგავსი მსჯელობა" შეეძლება
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI მალე ახალ ხელოვნურ ინტელექტს გამოუშვებს, რომელსაც "ადამიანის მსგავსი" მსჯელობის უნარი ექნება.
როგორც Bloomberg იუწყება, პროექტთან დაკავშირებული პირი ამბობს, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტის ჩაშვება შეიძლება ამ კვირაში მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია უკვე რამდენიმე თვეა რაც ვრცელდება. ნოემბერში Reuters-მა დაწერა, რომ კომპანია მუშაობდა ჩრდილოვან პროექტზე, სახელწოდებით Q*. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ნამდვილ გარღვევას გამოიწვევდა.
"ეს ის წერტილი უნდა იყოს, საიდანაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანს დაჯაბნის", — აღნიშნული იყო სტატიაში.
უკვე ივლისში დაიწერა, რომ Q* პროექტის შედეგი იქნება ხელოვნური ინტელექტი სახელად Strawberry (მარწყვი).
თუმცა, ზუსტად როდის გამოუშვებს კომპანია ამ სისტემას ჯერ არ ვიცით. ცნობილია, რომ OpenAI ინვესტორებისგან დამატებით 6.5 მილიარდი დოლარის მოზიდვას ცდილობს. ეს კომპანიის ღირებულებას 150 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.
კომენტარები