ცნობილი ფრენჩაიზი "უცხო" კიდევ ერთი ბლოკბასტერით დაბრუნდა. ფილმმა გამოსვლიდან დიდი ყურადღება მიიქცია და "კოსმოსურმა ჰორორმა" კვლავ ბევრი ადამიანი შეძრა.

Alien: Romulus-ის სიუჟეტი პირველი და მეორე ფილმების მოვლენებს შორის ვითარდება. ამ ნაწილშიც, როგორც სხვებში, კოსმოსში გასული ადამიანები საშინელ ქსენომორფს წააწყდებიან.

საინტერესოა, რომ ახალ ფილმში აწ უკვე მკვდარი მსახიობის "დაბრუნება" მოხდა. საუბარია იან ჰოლმზე, რომელიც პირველ ფილში ანდროიდის როლს ასრულებს — იან ჰოლი ახალ ფილმშიც "გამოჩნდა", მაგრამ ამჯერად ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოხდა.

მეტიც, Los Angeles Times-ის თანახმად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დანიელ ბეტსის ხმა ჰოლმსის ხმად გარდაქმნეს.

ფოტო: Alien

ფილმის რეჟისორმა ეს გადაწყვეტილება დაიცვა. ფედე ალვარესის თქმით, ასეთი სცენების უმეტესი ნაწილი შესრულდა ანიმატრონიკით, რომელიც ჰგავდა ჰოლმს. უკვე ამის შემდეგ გამოიყენეს CGI, რამაც კადრები უფრო დამაჯერებელი გახადა. საბოლოოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა მონაცემები დაამუშავა და მივიღეთ "გაცოცხლებული" მსახიობი.

"ჩვენ ადამიანი არ გაგვიცოცხლებია და არც მსახიობებზე გვითქვამს უარი. გვყავდა მსახიობი, რომელიც გადასაღებ მოედანზე იან ჰოლს ჰბაძავდა. ამიტომ, არ მიმაჩნია, რომ ამით ცუდი საქმე გაკეთდა. პირიქით, ეს ისაა, რასაც დღეს ტექნოლოგიები გვაძლევს და მიმაჩნია, რომ ჩვენ მისი გამოყენება შეგვიძლია", — თქვა ალვარესმა.

ალვარესმა ხაზი გაუსვა, რომ ამაზე თანახმა თავად ჰოლმსის ოჯახი იყო და ამით მსახიობს პატივიც მიეგო.

აღსანიშნავია, რომ უცხო არ არის პირველი ბლოკბასტერი, რომელმაც ციფრული ეფექტები მკვდარი მსახიობის "დასაბრუნებლად" გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად მოქმედებს ის კინემატოგრაფიაზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.