Pixar-ის სტილის ანიმაციური ვიდეო, რომელშიც ძველი ეგვიპტელი გოგონა ჩანს, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. ანიმაციის მიმართ ინტერესი იმან გამოიწვია, რომ ვიდეო მთლიანად ხელოვნური ინტელექტის გენერირებულია. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ამ მხრივ ხელოვნურ ინტელექტს.

ვიდეო ლოს-ანჯელესელმა რეჟისორმა და ფოტოგრაფმა, ელენორ არგიროპულოსმა გამოაქვეყნა. პლატფორმა X-ზე ვიდეოს უკვე 13 მილიონი ნახვა აქვს.

"ეს ნამდვილად აღმაფრთოვანებელია", — დაწერა არგიროპულოსმა.

საფრთხე?

არგიროპულოსის თქმით, მან ჯერ გამოსახულება შექმნა და შემდეგ კომპანია Luma-ს ხელოვნური ინტელექტის სისტემა Dream Machine გამოიყენა. ამით გამოსახულება ანიმაციური გახდა და ის Pixar-ის ან DreamWorks-ის საბავშვო ფილმს მოგვაგონებს.

Luma-ში ამბობენ, რომ მათ Dream Machine-ს ტექსტის მიხედვით შეუძლიათ ვიდეოების გაკეთება, ზუსტად ისე როგორც ეს OpenAI-ის Sora-ს.

ასევე: გაიცანით Sora, OpenAI-ს ახალი მოდელი, რომელიც ვიდეოს ტექსტური აღწერის მიხედვით ქმნის

ვიდეომ ბევრი აღაფრთოვანა, თუმცა ანიმატორების ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. მათი თქმით, ხელოვნური ინტელექტი ანიმატორების საქმიანობას საფრთხეს უქმნის და მომავალში შეიძლება ისინი აღარავის დასჭირდეს.

ექსპერტების თქმით, ანიმატორებისთვის ეს ნამდვილად საფრთხის შემცველია. ამ მომენტისთვის ხელოვნურ ინტელექტს ანიმატორების ბოლომდე ჩანაცვლება არ შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 10 წელშიც ასე იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.