ადამიანებს გარემოს აღსაქმელად გრძნობის ორგანოები გვაქვს, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირებასა და შესაბამისად მოქმედებას ვახერხებთ. დაფიქრებულხართ, რა ითავსებს ამ ფუნქციებს რობოტებში? რა აძლევს მათ, თუნდაც, დაბრკოლებებისთვის თავის არიდების საშუალებას?

ამ კითხვაზე პასუხი სენსორებია, რომლებიც რობოტების ერთგვარი გრძნობის ორგანოებია და მათ მუშაობაში უდიდესი წვლილი შეაქვს. აღნიშნული საკითხის შესახებ გურანდა გოგალაძე, პროგრამირების, ელექტროინჟინერიისა და რობოტიკის მასწავლებელი, გვესაუბრება. პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში ის რობოტს სენსორებით ჩვენ წინაშე აღჭურავს და მათი ფუნქციების შესახებ მოგვიყვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.