ბიოლოგია კულინარიაში: როგორ მიმდინარეობს ოსმოსი — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კულინარიასთან, ასე თუ ისე, ყველას გვაქვს შეხება, მაგრამ კერძის მომზადებისას ან მისი ჭამისას ამ ყველაფრის უკან მდგომ ბიოლოგიურ პროცესებზე სულაც არ ვფიქრობთ. სინამდვილეში კი კულინარიასა და ბიოლოგიას შორის ძალიან მჭიდრო კავშირია, რომლის შესახებაც ნინო ბერიშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი, გვესაუბრება.
მაგალითად, ის თუ იცით, რატომ ამარილებენ დაჭრილ ბადრიჯანს შეწვის წინ? ან რატომ აყრიან მარილს კიტრისა და პომიდვრის სალათას უშუალოდ სუფრასთან მიტანამდე? ამ კითხვებზე პასუხს პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ვიდეოში გაიგებთ. ნინო ბერიშვილი ახსნის, რა არის ოსმოსი, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი მცენარის უჯრედში და რა კავშირი აქვს ამას კულინარიასთან.
კომენტარები