რატომ ვინახავთ საკვებს მაცივარში: ბაქტერიები ჩვენ გარშემო — STEM მარტივად
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მიკროორგანიზმები ყველგანაა, იქნება ეს ჰაერი, მყარი ზედაპირები, ჩვენივე სხეული თუ სხვა. ასეთ ბაქტერიებსა და სოკოებს შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ, მაგრამ ისინი ბევრ პროცესში იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, საკვების გაფუჭება სწორედ მათ უკავშირდება.
პროექტის "STEM მარტივად" ფარგლებში მომზადებულ ახალ ვიდეოში ნათია ადამაშვილი, ბიოლოგიის მასწავლებელი, სწორედ ამ მიკროორგანიზმების შესახებ გვესაუბრება. იგი გვასწავლის, როგორ შეგვიძლია, სახლის პირობებში ბაქტერიები და სოკოები გავზარდოთ და გვაჩვენებს იმასაც, თუ როგორ კულტურებს მივიღებთ შედეგად.
კომენტარები