უკრაინამ კამიკაძე დრონები შეიმუშავა და ახლა მათ რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს
უკრაინის არმია AQ 400 Scythe-ის უპილოტო საფრენი აპარატებით (UAV) აღიჭურვა. ამ კამიკაძე დრონებს რუსეთის სტრატეგიული ადგილების სამიზნეში ამოღება შეუძლია. რაც ასევე საინტერესოა, საჭიროების შემთხვევაში დრონი 750 კილომეტრს ფარავს.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა დრონების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ეს ის შეიარაღებაა, რაც თანამედროვე ომებში დიდ როლს თამაშობს.
ცოტა ხნის წინ, რუსეთმა თავისი კამიკაძე დრონები წარადგინა. უპილოტო თვითმფრინავები რუსეთის მიერ არის შემუშავებული თუ ირანიდანაა იმპორტირებული, ეს დისკუსიის საკითხია, თუმცა ფაქტია, ისინი ეფექტიანია. და აი ახლა, უკრაინამ რუსეთს თავისი კამიკაძე დრონებით უპასუხა.
შორი მანძილი
AQ 400 Scythe-ის დრონები შექმნილია Terminal Autonomy-ის მიერ, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც One Way Aerospace. დონებს კამიკაძეს ტყუილად არ უწოდებენ, ისინი უკან დაბრუნებისთვის გათვლილი არაა.
დრონს 32 კილოგრამის ტვირთის გადატანა შეუძლია. მისი სიჩქარე 140-კმ/სთ-ია.
Forbes-ის თანახმად, AQ 400 Scythe დაახლოებით 15 000 დოლარი ღირს. მოწყობილობას შეუძლია იფრინოს დაბალ სიმაღლეზე (30 მ), სადაც დრონების საწინააღმდეგო ტექნიკა არაეფექტურია.
მეტიც, საჭიროების შემთხვევაში დრონს ძალიან მაღლა ფრენაც შეუძლია, რაც მის მოწინაარმდეგეებს საქმეს კიდევ უფრო ურთულებს.
Terminal Autonomy აცხადებს, რომ უკრაინის ძალებს 50 ერთეული უკვე მიაწოდა და ახლა წარმოების გაზრდას აპირებს. საბოლოო მიზანი თვეში ასეთი 500 დრონის წარმოება იქნება.
კომენტარები