კავკასიის რეგიონის უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit23 7-8 დეკემბერს გაიმართება. სამიტის დამსწრეებს კი უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ — გაგზავნონ ციფრული წერილი მთვარეზე.

2023 წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT შეუერთდა, რომელიც 24 დეკემბერს, ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე. უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად, ამ მისიას უკვე საქართველოც შეუერთდება. ეს კი Touch Summit-ის გავლით მოხდება.

სპეციალურად ამ კამპნიისთვის შექმნილია ვებგვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებპლატფორმიდან, მხოლოდ ღონისძიების დელეტატებისთის არის შესაძლებელი.

წელს Touch Summit აერთანებს 50-ზე მეტ სპიკერი, 60-ზე მეტ სესიას, 7 ვორქშოფს, სტარტაპ ჩლენჯს, სტარტაპე ექსპოს, მენტორშის სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციასა და გართობას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პირადად უერთდება და სპიკერად ჩამოდის Spacebit-ის დამფუძნებელი, უკრაინელი წარმოშობის ბრიტანელი ბიზნესმენი, პავლო ტანასიუკი, რომელიც ამ წლის შობის ღამეს, ამერიკის მიწიდან, ყველასთვის ცნობილი ნილ არმსტრონგის ექსპედიციის შემდეგ, პირველად აგზავნის მისიას მთვარეზე. Spacebit გახლავთ პირველი მთავარის როვერი რობოტის შემქმნელი, რომელიც არა ბორბლებზე, არამედ ფეხებზე დადის.

Spacebit-ის მისია NASA-სთან თანამშრომლობით ხორციელდება. წარმატებული ექსპედიციის შემთხვევაში ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელად ასაგუმო (რაც იაპონურად გარიჟრაჟის ნისლს ნიშნავს) მთვარეზე 8 დღეს დაჰყოფს და მთვარის ზედაპირს დეტალურად შეისწავლის. სპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ჩვენს ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე. .

გარდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ლინკით ექებათ საშუალება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.

შეგახსენებთ, რომ Touch Summit წელს 7-8 დეკემბერს იმართება და ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა გახდეთ მისი მონაწილე: https://touch.ge/touch23/get-pass

სრულ პროგრამას შეგიძლიათ ღონისძიების ვებ გვერდზე გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda/2023-12-07