ზუმერის e-Commerce ევოლუცია — 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
დაახლოებით 2 თვის წინ zoommer.ge-ზე შესული მომხმარებლები სრულად განახლებულ ვებგვერდზე მოხვდნენ. ზუმერის სახეცვლილმა ვებპლატფორმამ დღის სინათლე 2023 წლის 2 ოქტომბერს იხილა. ციფრული სივრცის გაუმჯობესებაზე კომპანიამ Lemondo-ს შვილობილ კომპანიასთან eCommerce 360-თან ერთად იმუშავა.
ამ სტატიაში გიამბობთ, რა ცვლილებები დაგხვდება ზუმერის განახლებულ ვებგვერდზე.
ვებგვერდი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება. ესენია:
- გამარტივებული ნავიგაცია,
- ინტუიციური დიზაინი.
განახლებული ვებგვერდის მიზანია საბოლოოდ, მომხმარებლებისთვის შექმნას ნაკლები ბარიერი მოდელის შერჩევიდან ნივთის მიღებამდე.
ვებგვერდის სრული რედიზაინი
განახლება დროდადრო არათუ სასურველი, აუცილებელიც კია. ზუმერის ვებგვერდს თუ ესტუმრებით, შეცვლილი დაგხვდებათ:
- ფერები,
- აიქონები,
- ბარათები,
- მეგა მენიუ,
- ბანერების სივრცეები,
- ძიების ლოგიკა და შესახედაობა,
- კატეგორიების განლაგება,
- პროდუქტის გვერდების სტრუქტურა.
zoommer.ge-ს რედიზაინი რამდენად თვალწარმტაცი გამოვიდა, შეფასება თქვენთვის მოგვინდვია.
zoommer-ის მობილური აპლიკაცია
მათთვის, ვისაც შოპინგი პირდაპირ სმარტფონიდან ურჩევნია და ბრაუზერიდან ორიენტირებაშიც არ სურს დროის დაკარგვა, ზუმერის მობილური აპლიკაციაც შეიქმნა. აპლიკაციის დემო ვერსია თანაბრად ხელმისაწვდომია როგორც Google Play Store-სა, ასევე App Store-ში.
ყიდვის გამარტივებული გზა
ვებგვერდზე შესვლიდან ამანათის ლოდინამდე საჭირო ნაბიჯების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. შესაბამისად შემცირდა მომხმარებლის დახარჯული დროც და ამასთან, შესყიდვის და მიწოდების პროცესი გაცილებით უფრო გამარტივდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის შესავსები ველები (მისამართი, ინფორმაცია მომხმარებელზე, მიწოდების ტიპი) ერთ გვერდზეა დატანილი და ამის შემდეგ, მომხმარებელი პირდაპირ გადახდის გვერდზე ხვდება.
ახალი ფუნქციები: შეკვეთის დაბრუნება, ფასის დაჯავშნა
ტექ. ფერხულში აქტიურად ჩაბმულ ადამიანებს zoommer.ge-ს დამატებითი ფუნქციები განსაკუთრებით მოგეწონებათ.
მაგალითად, სრულიად ახალია შეკვეთის დაბრუნების ფუნქციონალი: ამ ფუნქციის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია შეკვეთიდან ერთი, რამდენიმე ან ყველა პროდუქტის უკან დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება.
პროდუქტის ხელმისაწვდომობის სანახავად, კვლავ არსებობს ფუნქცია — მარაგი ფილიალებში.
ფასის დაზღვევა, ფასის დაჯავშნა, ფასის კონტროლი კი უფრო ხილვადი გახდა.
განვიხილოთ, რას მოიცავს აღნიშნული ფუნქციების გაუმჯობესება:
- ფასის დაზღვევის გააქტიურებისას, თუ ფასმა შეკვეთის დამუშავებამდე დაიწია, მომხმარებელი ვაუჩერის სახით მიიღებს თანხებს შორის სხვაობას.
- დაჯავშნილი ფასი ჯავშნიდან 24 საათის განმავლობაშია ვალიდური.
- ხოლო, ფასის კონტროლის შემთხვევაში, შეტყობინებას SMS-ის სახით იღებთ.
საინტერესოა ისიც, რომ თუ ნივთი მარაგში არ არის, გამოწერის ფუნქციის დახმარებით, განახლებულ მარაგზე ინფორმაციაც SMS-ის სახით იგზავნება.
მოქნილი მიტანის სერვისი
დამატებითი უპირატესობის სახით, ზუმერი ეტაპობრივად საკუთარი მიტანის სერვისს ნერგავს. თბილისში ნივთს საშუალოდ 3 საათში, რეგიონში კი მეორე-მესამე დღეს მიიღებთ. მიტანის პირობებზე დეტალური ინფორმაცია ზუმერის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
"ვებგვერდის განახლებაზე მუშაობა იანვარში დავიწყეთ, მანამდე კი დიდი სიფრთხილით დავგეგმეთ პროცესი. აგრეგირებული მონაცემების ანალიზი გარდამტეხი მნიშვნელობის აღმოჩნდა. გავითვალისწინეთ მობილური მოწყობილობებიდან გადმოსული მომხმარებლების მზარდი წილი, სწრაფი მიტანის და მარტივი ნავიგაციის აუცილებლობა. პროექტის საწყის ეტაპზე ჩავატარეთ ვრცელი UX კვლევა და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დავგეგმეთ რედიზაინი, რომლის ფარგლებშიც მობაილ ვერსია ფაქტობრივად სრულად განვაახლეთ.
ჩვენი ინდუსტრიისათვის სიახლეები ბუნებრივი პროცესი და ყოველდღიურობის ნაწილია. წლების განმავლობაში ზუმერის ვებგვერდს ათობით ახალი კატეგორია და ათასობით პროდუქტი ემატებოდა. ამ მზარდი ასორტიმენტის და 20 000-ზე მეტი პროდუქტის ოპტიმიზება ისე უნდა გაგვეკეთებინა, რომ მომხმარებელს ზუმერის ტექ. ოკეანეში ძალდაუტანებლად შესძლებოდა გზის გაკვლევა.
ამჟამად განსაკუთრებულ ყურადღებას ერთგული მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირს ვუთმობთ და ცვლილებების ინტეგრირებას ვაგრძელებთ," — ამბობს ზუმერის e-Commerce დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა ვაშაძე.
ხოლო პროექტის დაგეგმვისას გასათვალისწინებელ ძირითად ფაქტორებზე eCommerce 360-ის აღმასრულებელი დირექტორი, სოსო გეგეჭკორი გვესაუბრა:
"ორმაგი გამოწვევაა, როცა E-commerce ტრანსფორმაციას უკეთებ ისეთ ბრენდს, როგორიც ზუმერია. პლატფორმა, რომელიც უკვე დიდი ხანია წარმატებით მუშაობს ქართულ E-commerce სივრცეში.
ჩვენ გვქონდა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა — შეგვენარჩუნებინა და გაგვეუმჯობესებინა ის, რაც აქამდეც უყვარდათ ზუმერის მომხმარებლებს, ხოლო მეორე - შეგვეტანა ისეთი ცვლილებები და სიახლეები, რაც რეალურად გააუმჯობესებდა მათ გამოცდილებას და გააცნობდა ჩვენს ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს მათ ყოველდღიურ მოხმარებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებმა მომხმარებლების ქცევა შეიცვალა და მეტი ყურადღება დაეთმო მოქნილობას, სიმარტივეს და სისწრაფეს, გადავწყვიტეთ სწორედ QuickCommerce-ის ელემენტები შემოგვეტანა და ზუმერის E-commerce ტრანსფორმაციის შედეგად მიგვეღო განახლებული, უფრო მოქნილი, მარტივი და სწრაფი პლატფორმა.
სწრაფი — ყველა მიმართულებით: ნავიგაციის პროცესი, შეკვეთის პროცესი და მიწოდება.
სამივე მიმართულებით დავნერგეთ ტექნოლოგიები, რაც მაქსიმალურად მოქნილს და სწრაფს ხდის როგორც მომხმარებლის მხარეს, ასევე საოპერაციო პროცესებს. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გაყიდვების ძირითადი KPI-ები და მომხმარებლის კმაყოფილება.
ამ ყველაფერთან ერთად დავნერგეთ იკომის მობილურ აპლიკაციები, რადგან ყველაზე სწორი გზა სისწრაფისა და სიმარტივისკენ სწორედ ის არის, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა მომხმარებლის მობილურში და შეძლო ინდივიდუალური შეთავაზებების გაკეთება, მათი მოწყობილობიდან გამომდინარე…"
საინტერესოა, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს ზუმერი მომავალში და როგორ გაგრძელდება ბრენდის e-Commerce ევოლუცია.
კომენტარები