Honda-ს მკვლევრებმა ადამიანის კანის მსგავსი სენსორების მქონე რობოტის მკლავი შეიმუშავეს
ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტისა და ჰონდას კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური რბილი სენსორი შექმნეს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ გამოგონება ადამიანის კანის სენსორების მსგავსია.
მკვლევრების თქმით, ეს უაღრესად მგრძნობიარე და ელასტიური სენსორი უდიდეს პოტენციალს ატარებს. მას შეუძლია შეცვალოს ის თუ როგორ ურთიერთქმედებენ მანქანები სამყაროსთან.
ტექნოლოგია მართლაც ადამიანის კანის სენსორებივით ფუნქციონირებს. ის ჰგავს მას როგორც მგრძნობელობით, ასევე ტექსტურის თვალსაზრისით.
"სენსორს რამდენიმე ტიპის ურთიერთქმედების შეგრძნება შეუძლია. ეს პროთეზირებულ ან რობოტულ მკლავს ტაქტილურ სტიმულზე ზუსტი რეაქციის საშუალებას აძლევს. მაგალითად, მკლავს შეუძლია დაიჭიროს მყიფე საგნები, როგორიცაა კვერცხი ან ჭიქა წყალი", — თქვა დოქტორმა მირზა საკუიბ სარვარმა.
სწორედ ეს მეცნიერია კონკრეტული სენსორის შემქმნელი. ის UBC-ში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერად მუშაობს.
ამ ინოვაციის უკან არის სენსორი, რომელიც ძირითადად სილიკონის რეზინისგან შედგება. ეს მასალა ცნობილია თავისი მულტიფუნქციონირებით და გამოიყენება ფილმებისთვის სპეციალური ეფექტების შესაქმნელად.
სენსორი ელასტიურია და რეაგირებს წნევაზე, ისევე როგორც ადამიანის ხელის კანი. ეს დინამიურობის უნარი მას ტრადიციული სენსორული ეკრანებისგან განასხვავებს.
"ჩვენი სენსორი სუსტ ელექტრულ ველებს ობიექტების შესაცნობად იყენებს. ეს დაახლოებით ისევე, როგორც სენსორული ეკრანები. თუმცა, სენსორული ეკრანებისგან განსხვავებით, ჩვენ საქმე გვაქვს ელასტიურ ტექნოლოგიასთან. ეს უნიკალური კომბინაციაა და რობოტიკას აუცილებლად გამოადგება.", — თქვა დოქტორმა ჯონ მედენმა, UBC-ის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა და კვლევის უფროსმა ავტორმა.
მკვლევრები აღნიშანვენ, რომ რბილი სენსორი შექმნილია იმისათვის, რათა რობოტები უფრო სიცოცხლისუნარიანი გახადოს. ეს ერთგვარი ახალი ხიდია მანქანებსა და კაცობრიობას შორის.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ რაც ოდესღაც სამეცნიერო ფანტასტიკა იყო ახლა რეალობად იქცა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები