ლექს ფრიდმანი ტექ ინდუსტრიაში ცნობილი სახეა. ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარია და აქვს თავისი პოდკასტიც. ფრიდმანის პოდკასტი ჩვეულებრივ პირისპირ საუბრის ფორმატს მოიცავს, მაგრამ ამჯერად ცუკერბერგთან "შეხვედრა" განსხვავებული იყო. ცეუკერბერგი და ფრიდმანი ერთმანეთს ვირტუალურ რეალობაში შეხვდნენ.

ეს მსოფლიოში პირველი ინტერვიუ იყო, რომელიც მეტავერსის ვირტუალურ რეალობაში შედგა. ფრიდმანისა და ცუკერბერგის ავატარები ისე ურთიერთობდნენ, თითქოს ერთ ოთახში ისხდნენ.

რეალურ სამყაროში ფრიდმანსა და ცუკერბერგს Meta Quest Pro-ს ჩაფხუტები ეკეთათ და ისინი ერთმანეთისგან კილომეტრებით იყვნენ დაშორებული.

რა არის კოდეკის ავატარები?

კოდეკის ავატარები ადამიანის 3D სახის ღრმა გენერაციული მოდელია. ინტერვიუმდე ფრიდმანმა და ცუკერბერგმა სახის და გამომეტყველების სკანირება გაიარეს. ამით მათი სახის კომპიუტერული მოდელები შეიქმნა. უკვე ამის შემდეგ ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი ერთვება საქმეში. შედეგად ვიღებთ სუპერ-რეალისტურ სახეებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.

ფოტო: YouTube

"ეს რეალურია?! ეს არის ყველაზე წარმოუდგენელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს", — თქვა ფრიდმანმა.

შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. ავატარებზე სახის თითქმის ყველა დეტალი იყო გამოსახული. ჩანდა ისეთი დეტალები როგორიცაა სახის ჩრდილი, ჭორფლები და ნაოჭები თვალების გარშემო.

ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ მალე ადამიანებს მსგავსი ავატარების შექმნა თავისი სმარტფონების გამოყენებით შეეძლებათ. მისი თქმით, ეს პროცესი სულ უფრო გაადვილდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თავის მხრივ, ფრიდმანმა გაოცება ვეღარ დამალა და აღნიშნა, რომ ის ახლა მომავალშია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.