მსოფლიოში პირველად, სუპერმარკეტებში 3D პრინტერით დაბეჭდილი ორაგულის ხორცი გამოჩნდა
3D პრინტერით დაბეჭდილი ვეგანური ორაგულის ფილე ავსტრიული სუპერმარკეტების თაროებზე 14 სექტემბერს გამოჩნდა. ეს კვების ტექნოლოგიების სტარტაპ Revo Foods-ის წყალობით მოხდა.
საკვები პროდუქტი სახელწოდებით "THE FILET — შთაგონებულია ორაგულით", 3D პირნტერით დაბეჭდილი პირველი ვეგანური ზღვის პროდუქტია. და აი ახლა, მისი შეძენა ავსტრიაში შეუძლიათ.
დღეს თევზის ბევრი სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშეა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თევზაობა და თევზების საკვებ პროდუქტად გამოყენებაა. ეს ჰაბიტატის განადგურებასა და დაბინძურებას იწვევს.
თევზის პოპულაციების დაცვა
Revo Foods-ის ინფორმაციით, გლობალურად თევზის 60 პროცენტი თევზაობას ეწირება. შესაბამისად, თევზის 3D პრინტერით დაბეჭდვა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაა.
Revo Foods-ის ახალი პროდუქტი ძაფისებრი სოკოსგან მიღებული მიკოცილისგან შედგება. ამ ალტერნატივამ პროდუქტს მაღალი ცილისა და ომეგა 3-ის შემცველობა შესძინა.
3D დაბეჭდილი თევზის დამზადება შესაძლებელია იმ მასალებით, რომელიც შეიცავს დაბალ ქოლესტერინს, ჯანსაღ ცხიმოვან მჟავებსა და თავისუფალია დამაბინძურებლებისგან.
"ინდუსტრიული მასშტაბის 3D საკვების ბეჭდვით, ჩვენ საკვების რევოლუციას მოვახდენთ. ეს მხოლოდ ვეგანური ალტერნატივა არ არის, საუბარია საკვების მომავალზე", — თქვა რობინ სიმსამ, Revo Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
კომენტარები