10 შთამბეჭდავი ფოტო, რომლებიც წლევანდელ პერსეიდების მეტეორულ წვიმას ასახავს
პერსეიდების წვიმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად აგვისტოს თვეში, დედამიწიდან დაიკვირვება. ეს მეტეორული ნაკადი პიკს 12-13 აგვისტოს აღწევს. ამ პერიოდში საათში რამდენიმე ათეული, ზოგჯერ კი ასეული მეტეორის დანახვაცაა შესაძლებელი.
ამ ნაკადის წყარო კომეტა სვიფტ-ტატლია. ის მზის გარშწემო 133-წლიან წაგრძელებულ ორბიტაზე მოძრაობს, უკან კი პატარა კვალს ტოვებს, მეტეორების სახით. ყოველი წლის აგვისტოს დედამიწა ამ კვალს კვეთს, რა დროსაც მეტეორები დედამიწის ატმოსფეროში აღწევს და ფერადად იწვის. პერსეიდების წვიმა 14 ივლისს დაიწყო და 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს მეტეორების ყველაზე თვალისმომჭრელი წვიმაა, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ჰემისფეროდან ჩანს.
ამ მოვლენის დანახვა ქალაქიდან ჭირს, რადგან სინათლის დაბინძურება ხელს გვიშლის მეტეორული წვიმის დანახვაში. სწორედ ამიტომ, ასტრონომიის მოყვარულები თუ ასტროფოტოგრაფები 12-13 აგვისტოსთვის ქალაქგარეთ მიდიან, რათა ეს სანახაობა არ გამოტოვონ.
თუ წელს პერსეიდების წვიმა გამოგრჩათ, 10 გამორჩეულ ფოტოს გთავაზობთ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც გადაიღეს.
კომენტარები