პარტნიორის კონტენტი

რა არის 5G? — ყველაფერი, რაც ამ ტექნოლოგიაზე უნდა ვიცოდეთ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

ახალი ეტაპი ტელეკომუნიკაციაში

ეპოქაში, როცა ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება და მათთან ადამიანის ყოველდღიურობის კავშირი სულ უფრო ძლიერდება, თითოეული მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი ცხოვრების, მუშაობისა თუ კომუნიკაციის გზებს საგრძნობლად ცვლის. 5G ტექნოლოგია ნამდვილად მსგავსი ინოვაციაა, ის გვპირდება ახალ ციფრულ ერასა და სისწრაფეებს, რომელთა მსგავსიც აქამდე არ გამოგვიცდია.

როგორც 4G-ის მემკვიდრე, 5G გვთავაზობს სრულიად ახალ, ციფრულ ინოვაციებზე მაქსიმალურად ადაპტირებულ სამყაროს. უნიკალური შესაძლებლობებით, მონაცემთა გადაცემის წარმოუდგენელი სისწრაფითა და რაციონალური ხარჯით გამორჩეული მე-5 თაობის ინტერნეტისგან დადებით სიახლეებს ნამდვილად უნდა ველოდოთ. მსგავსი ტექნოლოგიის ქვეყანაში დანერგვით საფუძველი ჩაეყრება მობილური ინტერნეტ კავშირის სრულიად ახალ გამოცდილებას.

ფოტო: The Furrow / Dribble

რა არის 5G?

5G — ეს ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიაა, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარეს მნიშვნელოვნად გაზრდის, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ფოტო: ILLO / Dribble

აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ 5G არ არის უბრალოდ სწრაფი მობილური ინტერნეტი, რომელსაც აქამდეც ვიყენებდით. მისი შესაძლებლობები ბევრად დიდია და მას ჩვენი ცხოვრების არაერთი ასპექტის მნიშვნელოვნად შეცვლა შეუძლია. ის ძალიან სანდოა და შეფერხება თითქმის არ ახასიათებს, შესაბამისად 5G-ის გამოყენება კრიტიკული მნიშვნელობის არაერთი ქმედების განხორციელებისას იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ის სამაშველო ოპერაციებისას დრონებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების ძალიან რთულ ვითარებაში, საკმაოდ შორ დისტანციაზე მართვის საშუალებას მოგვცემს.

5G-ის შესაძლებლობები მასშტაბურია. მაღალი გამტარუნარიანობისა და უპრეცენდენტოდ დაბალი დაყოვნებით, ის მარტივად პასუხობს თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიურ გამოწვევებს. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს უსაფრთხო, სტაბილური და უსწრაფესი ინტერნეტ მომსახურება

ვინ შექმნა 5G?

5G-ის შექმნის მიღმა ერთი კონკრეტული კომპანია ან პიროვნება არ დგას. მობილურ ეკოსისტემაში არაერთი კომპანიაა, რომელიც 5G-ის შექმნასა და განვითარებაში იღებს მონაწილეობას. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი წამყვანი ძალა, რომელიც ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებით ამარაგებს Qualcomm-ია, რომელიც მე-3 თაობის პარტნიორობის პროექტის (3GPP) ნაწილია — პროექტის, რომელიც 3G UMTS-ის, 4G LTE-ისა და 5G ტექნოლოგიების სტანდარტს განსაზღვრავს.

ფოტო: Vox Media / Dribble

რა ტექნოლოგიები ქმნის 5G-ს?

5G OFDM-ს (Orthogonal frequency-division multiplexing) ეფუძნება, რომელიც ციფრული სიგნალის მრავალ სხვადასხვა არხზე მოდულაციის გზით ხარვეზების შემცირების მეთოდია. გარდა ამისა, ის ეყრდნობა NR air interface, sub-6 GHz და mmWave ტექნოლოგიებსაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი სისწრაფე 4G LTE-ის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 500%-ით აღემატება.

ფოტო: Lina Leusenko / Dribble

რით აღემატება 5G 4G-ს?

5G-ის გამტარუნარიანობა, წინამორბედი 4G-ის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 10-ჯერ უფრო მაღალია, რაც დაბალი და საშუალო სიხშირის რადიოტალღებითაა განპირობებული. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია გამტარუნარიანობა, მით უფრო მაღალია ინტერნეტის სიჩქარეც. ამ ტექნოლოგიას აქვს შესაძლებლობა, ერთ კვადრატულ კილომეტრზე არც მეტი, არც ნაკლები, მილიონამდე მოწყობილობას გაუმკლავდეს.

ფოტო: Tim Boelaars / Dribble

რა გავლენა ექნება ადამიანების ცხოვრებაზე 5G-ს? — პროგნოზები

IHS-ის კვლევის მიხედვით, 5G ეკონომიკას საგრძნობლად შეცვლის. კერძოდ, წინასწარი შეფასებით, გაყიდვების გლობალური მაჩვენებელი ამ ტექნოლოგიის დამსახურებით 2035 წლისთვის 13.1 ტრილიონი დოლარით გაიზრდება. ასევე, 2035 წლამდე 5G 22.8 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ხოლო გლობალური მშპ დაახლოებით 10.8%-ით გაიზრდება.

პროგნოზების მიხედვით, არაერთ ინდუსტრიაზე ეფექტი შესამჩნევი იქნება შედარებით მოკლე ვადაშიც. კვლევა ეხება ევროპასა და შეერთებულ შტატებს, სადაც 2025 წლისთვის, 2021 წელთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 80%-ით, ხოლო გზების გადატვირთულობა 25%-ით შემცირდება. ასევე, სხვადასხვა სახის წარმოებაში ხარვეზების აღმოჩენის რიცხვი დაახლოებით 90%-ს გაუტოლდება და პროდუქტიულობა 20-30%-ით მოიმატებს. გაუმჯობესდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობაც.

ფოტო: The Furrow/ Dribble

შეუძლია თუ არა ჩემს მობილურს 5G-ის დაჭერა?

5G ტექნოლოგიის დანერგვასთან ერთად, ჩნდება კითხვა - არის თუარა ჩვენი მობილურები თავსებადი 5G ტექნოლოგიასთან?

iPhone-ის შემთხვევაში საქმე მარტივად არის. თქვენ შეძლებთ 5G-ით სარგებლობას, თუ ფლობთ iPhone 12-ს ან უფრო ახალ მოდელს, მათ შორის მე-3 თაობის iPhone SE-ს. ანდროიდის შემთხვევაში, ახალი თაობის მობილურების დიდი ნაწილი 5G ქსელთან თავსებადი იქნება. თქვენ მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ არის თუარა თქვენი მობილური თავსებადი 5G ტექნოლოგიასთან:


მენიუში გახსენით პარამეტრები, შემდეგ კი Network & internet > SIMs > Preferred Network Type.

ფოტო: HowtoGeek

თუ ამ ჩამონათვალში 5G-ს ხედავთ, თქვენი მობილური ამ ტექნოლოგიასთან თავსებადია.

ინტერნეტზე წვდომის მოთხოვნა, უახლესი ტექნოლოგიების შექმნასთან ერთად, როგორიც არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტი, იწვევს არსებული მონაცემების მკვეთრ ზრდას, შესაბამისად დადგა საჭიროება არსებული ქსელების მნიშვნელოვნად გაფართოების.

გლობალური გადახდებიდან და სასწრაფო რეაგირებიდან დაწყებული დისტანციური განათლებისა და მობილური სამუშაო ძალის ჩათვლით, 5G-ის შესაძლებლობები უსაზღვროა. მას აქვს პოტენციალი უკეთესობისკენ შეცვალოს სამუშაო სამყარო, გლობალური ეკონომიკა და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნაჭუჭში მოქცეული ისტორია: მკვლევრებმა შემთხვევით გატეხეს კვერცხი, რომელმაც 10 საუკუნეს გაუძლო
  2. რამდენი ადამიანი იქნება 21-ე საუკუნის ბოლოს — რას ამბობენ ექსპერტები
  3. გიგანტური ცხვრის კლონირების გამო 81 წლის კაცს პატიმრობა მიუსაჯეს
  4. რომელ ცხოველს შეუძლია ერთდროულად ყველაზე მეტი ნაშიერის გაჩენა
  5. მეცნიერებმა ახალი მეთოდით დაადგინეს, რა არის ვულკანების ქვეშ

გირჩევთ