უძველეს ტრილობიტებს კრისტალის თვალები ჰქონდათ და მეცნიერებმა არ იციან, რატომ
ბუნება ზოგჯერ ჩვენთვის გაუგებრად მოქმედებს და ეს შეიძლება ეხებოდეს მხედველობასაც.
კომპლექსური მხედველობის ერთ-ერთი ადრეული მაგალითი შეიძლება ჩვენთვის ძალიან უცნაური იყოს. საუბარია ცხოველთა გადაშენებულ სახეობაზე — ტრილობიტებზე. მათი თვალები შედგებოდა მყარი კრისტალებისგან, მინერალებისგან, რომელიც ცნობილია როგორც კალციტი.
ტრილობიტები დაახლოებით 250 მილიონი წელია რაც გადაშენდნენ, თუმცა, მანამდე 300 მილიონის წლის განმავლობაში არსებობდნენ.
სუფთა კალციტი გამჭვირვალეა, ამიტომ სინათლეს მასში შეღწევა შეუძლია. ტრილობიტებს მწერების მსგავსი მხედველობა უნდა ჰქონოდათ. ტრილობიტებს შეიძლება არ ჰქონდათ ისეთივე მაღალი გარჩევადობა, როგორც ეს ჩვენ, მაგრამ ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი იყვნენ მოძრაობის მიმართ.
თუმცა, კალციტში სინათლე ორად იყოფა და ორმაგ სურათს წარმოქმნის. ასეთი თვალებისთვის ეს ორმხრივი შეფერხება პრობლემას წარმოადგენს. კრისტალი არ არის მოქნილი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსგავს მხედელობას აქვს ის, რაც ცნობილია, როგორც ორმაგი ლინზების სტრუქტურა.
ეს ნიშნავს, რომ ლინზას აქვს ორი ფენა, თითოეულს განსხვავებული რეფრაქციული ინდექსით. სწორედ ამ ტიპის ლინზები გამოიგონეს რენე დეკარტმა და კრისტიან ჰიუგენსმა მე-17 საუკუნეში.
ჩვენ ჯერ კიდევ არ გვესმის, თუ როგორ მუშაობდა ტრილობიტების მხედველობა — იყო თუ არა ის აპოზიციური თუ განსხვავებულად ფუნქციონირებდა.
ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ტრილობიტების თვალი ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე აქამდე გვეგონა. აღმოჩნდა, რომ თითოეული ლინზა ფარავს საკუთარ პატარა ნაერთს და აყალიბებს ერთგვარ "ჰიპერ თვალს".
ასევე: 390 მილიონი წლის წინ მცხოვრებ ტრილობიტს თითო თვალში კიდევ რამდენიმე თვალი ჰქონდა — კვლევა
ტრილობიტები ოკეანეებში ასობით მილიონი წელი დომინირებდნენ. ისინი პალეოზოური ეპოქის ცოცხალი ორგანიზმები იყვნენ და ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანების ერთ-ერთ კლასს წარმოადგენდნენ. მათი მოგრძო-ოვალური და სეგმენტირებული სხეული ღარებით გამიჯნული 3 ნაწილისაგან (თავი, მკერდი და მუცელი) შედგებოდა.
მათი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მახასიათებელი უპრეცედენტო სირთულის ვიზუალური სისტემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თვალსაზრისით მათი მხედველობა დიდად ვერ გამოირჩევა, იმ პერიოდისთვის მხედველობის ეს შესაძლებლობა მათ უამრავ უპირატესობას ანიჭებდა ნადირობასა და დამალვის შესაძლებლობაში. ისინი სიკაშკაშესაც ამჩნევდნენ და მოძრაობაში ცვლილებების უმნიშვნელო დეტალებსაც.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ გაჩნდა ამ ტიპის მხედველობა.
კომენტარები