შესაძლოა, ცხვირის სპრეის მთელი ცხოვრება არასწორად იყენებდით — ინსტრუქცია
იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გრიპის, ალერგიის ან სურდოს დროს ცხვირის სპრეი არ გამოუყენებია. თითქოს, ძნელი არაფერია, მაგრამ შესაძლოა, ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში არასწორად აკეთებთ.
როგორც წესი, შესხურების დროს ფეხზე ვდგავართ და ფლაკონი ვერტიკალურად გვიჭირავს. ეს იმის შანსს ზრდის, რომ სითხის ნაკადი ცხვირის კედლის მიმართულებით წავიდეს. მსგავსი შედეგის თავიდან ასაცილებლად:
- წინ გადაიხარეთ
- ფლაკონის თავი ნესტოში მოათავსეთ
- ოდნავ ლოყისკენ მიატრიალეთ და შეისხურეთ
თუ ამ ინსტრუქციას მიჰყვებით, სითხე ცხვირის ღრუში ღრმად, სინუსებამდე შეაღწევს. სპრეის მიზანი სწორედ ესაა, რათა სამკურნალო ეფექტი მიიღოთ, სინუსი კი არა ნესტოების ზემოთ, არამედ მის ჰორიზონტალურადაა განლაგებული.
მნიშვნელოვანია, რომ შესხურების შემდგომ წინ დახრილ მდგომარეობაში დაახლოებით 30 წამით მაინც გაჩერდეთ. ამგვარად დარწმუნდებით იმაში, რომ ნივთიერება გარეთ არ გამოჟონავს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასელმა ალერგოლოგმა TikTok ვიდეოს სახით გაავრცელა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მისი თქმით, სპრეის, სავარაუდოდ, არასწორად იყენებთ თუ:
- სიმპტომები ისევ ვლინდება
- ცხვირიდან სისხლდენა გაქვთ
- ყელში ჩადინებისა და უსიამოვნო გემოს შეგრძნება გაქვთ
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ნაცნობია, ზემოთ აღწერილი მეთოდი სცადეთ.
კომენტარები