ბეთელგეიზე — ვარსკვლავი, რომელიც აფეთქების შემდეგ დღისითაც გამოჩნდება
ვარსკვლავის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი
რა ხდება, როდესაც ახლომდებარე ვარსკვლავი ფეთქდება?
ამ შეკითხვაზე ასტრონომები დიდი ხანია ფიქრობენ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეა. რატომ?
ბეთელგეიზეზე დაკვირვება, ვარსკვლავზე, რომელიც ჩვენგან 500 სინათლის წლითაა დაშორებული, გვაფიქრებინებს, რომ ციურ სხეულზე მოვლენები საინტერესოდ ვითარდება. ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ბეთელგეიზე მალე აფეთქდება და ის ზეახლ ვარსკვლავად იქცევა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, წითელი სუპერგიგანტი — უკვე ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ღამის ცაზე — კიდევ უფრო ანათებს.
აპრილიდან მოყოლებული, ბეთელგეიზეს სიკაშკაშე 150-პროცენტით გაიზარდა. ოდესღაც მეათე, ბეთელგეიზე ახლა ღამის ცაზე სიკაშკაშით მეშვიდე ვარსკვლავია.
ვარსკვლავს აფეთქებამდე შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი წელი დასჭირდეს. სავარაუდოდ, ის ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში არც აფეთქდება. თუმცა, მანჩესტერის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა ალბერტ ზილსტრამ მსგავსი სცენარის შესწავლა დაიწყო.
მოკლე პასუხი ასეთია: აფეთქების შემდეგ ვარსკვლავი იმდენად ბრწყინავი იქნება, რომ მისი დანახვა დღისით, შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. ამ მომენტისთვის ბეთელგეიზე სავსე მთვარესავით მანათობელი გახდება. დროსთან ერთად, ვარსკვლავის ნათება გაიფანტება, თუმცა, ის ხილული დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იქნება.
ბუნებრივია ჩნდება შეკითხვა, სახიფათოა თუ არა ეს ჩვენთვის.
საბედნიეროდ, სანერვიულო არაფერია. კოსმოსური სხივებით მოტანილი გამოსხივება გზაში ძალას დაკარგავს და სიცოცხლისთვის სახიფათო აღარ იქნება.
მკვლევრების თქმით, საფრთხე იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვარსკვლავი ჩვენგან 30 სინათლის წელიწადის მანძილზე აფეთქდებოდა.
კომენტარები