მილიარდი დოლარი — ByteDance ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში რეკორდულ თანხებს ხარჯავს
ByteDance-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში 1 მილიარდი დოლარი დახარჯა
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები ByteDance (TikTok), Tencent, Baidu და Alibaba გაჩერებას არ აპირებენ. მედიის ინფორმაციით, ხსენებული კომპანიები Nvidia-ს მაღალი ხარისხის გამოთვლით (HPC) პროდუქტებს კიდევ უფრო აქტიურად ყიდულობენ. განსაკუთრებით აქტიური ByteDance-ია, რომელმაც ამ მხრივ რეკორდული თანხა დახარჯა.
ByteDance-მა მარტო 2023 წელს Nvidia-ს ტექნოლოგიების ათვისებაში უკვე მილიარდი დოლარი დახარჯა.
საკითხით აშშ-ს მთავრობაც დაინტერესდა და მათ Nvidia-ს ჩინური კომპანიებისთვის პროდუქტის მიყიდვის შეზღუდვა მოსთხოვა.
მოთხოვნაზე Nvidia-ს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ ამით ისინი 400 მილიონ დოლარს დაკარგავენ და ასეთი დანაკარგები H100 ჩიპების განვითარებას შეაფერხებს. საბოლოოდ, მთავრობამ ექსპორტის აკრძალვა სექტემბრამდე გადადო. შესაბამისად, ჩინური კომპანიები პროდუქტის შესყიდვას ჩქარობენ.
გაზრდილი ინვესტიციების ტენდენცი აშკარაა, როგორც ჩინეთში ისე აშშ-ში. ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ მომავლის ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. პროგნოზებით მომავალში ხელოვნური ინტელექტის ბაზარს დამატებით 4,4 ტრილიონი დოლარის მოტანა შეუძლია.
ვნახოთ, რა იქნება შემდეგი და როგორ განვითარდება მოვლენები.
კომენტარები