15 რამ, რაც Stranger Things-ის ბოლო სეზონის შესახებ ვიცით
ფოტო: Netflix
გაფრთხილება: სტატია Stranger Things-ის შესახებ სპოილერებს შეიცავს
როგორც ვიცით, ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი Stranger Things ბოლო სეზონით ბრუნდება, თუმცა შოუს გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. იქამდე კი, ისღა დაგვრჩენია, თავი ახალი თეორიების შეთხზვით გავირთოთ და შეგახსენოთ, რა ვიცით უცნაური ამბების მე-5 სეზონზე.
1. სერიალი მე-5 სეზონით დასრულდება, ამიტომ ჩვენს საყვარელ პერსონაჟებთან გამომშვიდობება მოგვიწევს
ფოტო: Netflix
მართალია, Stranger Things-ს ამ სეზონში ვემშვიდობებით, თუმცა ნეტფლიქსმა უკვე დაანონსა, რომ უცნაური ამბების მიხედვით ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს.
2. სერიალის ცენტრალურ პერსონაჟებს მე-5 სეზონშიც უცვლელად ვიხილავთ
ფოტო: Netflix
3. სერიალის გადაღებები მაისში ან ივნისში უნდა დაწყებულიყო
ფოტო: Netflix
4. თუმცა უცნაური ამბების შემქმენელმა ძმებმა დაფერებმა დაადასტურეს, რომ გადაღებები გაფიცვის გამო შეჩერებულია
"გადაღებების დაწყებისას სცენარის წერა არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ სულმოუთქმელად ველით ჩვენს საოცარ მსახიობებთან და გადამღები გუნდის წევრებთან ერთად სერიალის გაგრძელებას, გაფიცვის გამო ეს შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, რომ სამართლიან შეთანხმებას მალე მივაღწევთ და მუშაობას დავუბრუნდებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
5. მე-5 სეზონის პირველ ეპიზოდს The Crawl (ცოცვა) ერქმევა
ფოტო: Netflix
6. ახალი სეზონის სიუჟეტის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა უილის როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნოა შნაპმა დაადასტურა, რომ სერიალის დასასრულს მისი გმირის ბედი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს
ფოტო: Netflix
"ისტორია უილით დაიწყო და უილით დამთავრდება", — აცხადებს მსახიობი. ასევე მისი აზრით, შოუს იდეალური დასასრული აქვს.
7. სცენარისტების თქმით, მაქსის კომაში ყოფნა ფინალური სეზონის სიუჟეტზე დიდ გავლენას მოახდენს
ფოტო: Netflix
ჯერჯერობით არ ვიცით, მოვა თუ არა გონს მაქსი, თუმცა მისი როლის შემსრულებელი სეიდი სინკი აცხადევს, რომ მისი აზრით, თუ მაქსი გაიღვიძებს, ჰოუკინსიდან გაქცევასა და მეგობრების დახმარებას შორის დილემის წინაშე დადგება.
8. შემქნელების თქმით, მეხუთე სეზონი სტილით პირველ, ხოლო მასშტაბურობით კი მეოთხე სეზონს ჰგავს
"Stranger Things-ის პირველ და მეოთხე სეზონს რომ შვილი ჰყოლოდათ, რომელსაც სტეროიდებით გაჭყიპავდნენ, მეხუთე სეზონს მივიღებდით", — ვკითხულობთ ტვიტში.
9. ვარაუდობენ, რომ მე-5 სეზონსაც ისეთივე მაღალი ბიუჯეტი ექნება, როგორც წინა სეზონს ჰქონდა
ფოტო: Netflix
შეგახსენებთ, რომ მე-4 სეზონის თითოეულ სერიაზე საშუალოდ 30 მლნ დაიხარჯა.
10. შოუს სცენარისტებმა, ძმებმა დაფერებმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა, შონ ლევიმ აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც ნეტფლიქსის გუნდს ახალი სეზონის სცენარი გააცნეს, გუნდმა ცრემლები ვერ შეიკავა, რასაც კარგის ნიშნად თვლიან
ფოტო: Netflix
11. ბოლო სეზონში სცენარისტებმა ბევრი ახალი პერსონაჟის შემოყვანისგან თავი შეიკავეს და გადაწყვიტეს, მთავარ პერსონაჟებზე ფოკუსირდნენ
ფოტო: Netflix / Courtesy Everett Collection
"ყოველთვის, როდესაც სერიალში ახალი პერსონაჟი შემოგვყავს, გვინდა ის მაყურებელმა კარგად გაიცნოს და სიუჟეტის ორგანული ნაწილი გახდეს, თუმცა როცა ამას ვაკეთებთ, უკვე არსებულ მთავარ პერსონაჟებს ვაკლებთ დროს, ამიტომ თითოეული ახალი გმირის დამატებისას ძალიან ფრთხილად ვართ", — აცხადებენ შემქმნელები.
12. პროდიუსერი შონ ლევი აცხადებს, რომ მე-5 სეზონში მოვლენები უფრო მეტად ქალაქ ჰოუკინსში განვითარდება და არა მთელ ამერიკაში, როგორც ეს წინა სეზონში ხდებოდა
ფოტო: Netflix
13. მე-5 სეზონში დროში ნახტომს უნდა ველოდოთ
ფოტო: Netflix / Courtesy Everett Collection
14. ახალი ეპიზოდები, წინა სეზონისგან განსხვავებით, უფრო მოკლე იქნება
ფოტო: Netflix
წინა სეზონის თითოეული სერია 1 საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ფინალური ეპიზოდი კი 150 წუთს, თუმცა სცენარისტების თქმით, იგივე ახალ სეზონში აღარ მოხდება. მიუხედავად ამისა, ისინი გრძელ ფინალური სერიას გვპირდებიან.
15. შემქნელები ამბობენ, რომ უცნაური ამბების ბოლო სეზონი სავარაუდოდ 2025 წელს გამოვა
ფოტო: Netflix
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
ამავე თემაზე:
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები