ამ მომენტისთვის Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება WWDC, იგივე Wordlwide Developers Conference, მიმიდინარეობს. ღონისძიება ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე დაიწყო.

ღონისძიებაზე კომპანია სიახლეებზე საუბრობს და ახალ პროდუქტს გვაცნობს. სიახლეები ვიდეოკონფერენციის ფუნქციასაც შეეხო.

Apple-მა განაცხადა, რომ ცვლილებები MacOS-ზე ვიდეოკონფერენციებს მოიცავს, მათ შორის ეს ეკრანის გაზიარებასაც შეეხება.

Mac-ის მომხმარებლებს შეეძლებათ გააზიარონ თავიანთი ეკრანები ვიდეოკონფერენციის დროს და ამის პარალელურად მათი სახე ეკრანზე დარჩება. "პრეზენტატორის გადაფარვის" ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს პრეზენტაციის დროს ეკრანზე დარჩეს.

Apple-მა ასევე წარადგინა ახალი ვიდეო რეაქციები ვიდეო კონფერენციებისას. ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება Mac-ის ვიდეო კონფერენციის აპებზე, მათ შორის FaceTime-ზე, Zoom-ზე, Teams-სა და Webex-ზე.