WhatsApp ანდროიდის მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს — აპლიკაციას ფუნქცია ემატება

ფოტო: Getty
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია WhatsApp, რომლითაც ვიდეოზარების განხორციელებაა შესაძლებელი, მრავალი გამოსადეგი ფუნქციითაა აღჭურვილი. ამის მიუხედავად, ამ დრომდე მომხმარებლებს იქ ეკრანის გაზიარების საშუალება არ ჰქონდათ, თუმცა ეს მალე შეიცვლება.
ცნობილი გახდა, რომ WhatsApp-ის ბეტა ვერსიაში აღნიშნული ფუნქცია ემატება, რომლით სარგებლობასაც ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონების მფლობელები შეძლებენ (კერძოდ, საუბარია ანდროიდ 2.23.11.19-ზე). ამისთვის საკმარისია, ვიდეოზარისას მენიუში ახალ სიმბოლოს დააჭიროთ, როგორც ქვედა სურათზეა ნაჩვენები.
გასათვალისწინებელია, რომ ეკრანის გაზიარების ფუნქციამ შესაძლოა, მრავალწევრიანი ვიდეოზარისას არ იმუშაოს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ სხვას აპლიკაციის ძველი ვერსია აქვს დაყენებული.
უნდა ითქვას, რომ ამ სიახლით WhatsApp ემსგავსება Zoom-სა და Microsoft Teams-სს, რომლებშიც ეკრანის გაზიარება უკვე დიდი ხანია, შესაძლებელია. ამგვარად ოჯახის წევრს ან მეგობარს ტექნიკური პრობლემისას დისტანციურადაც დაეხმარებით, ახალ ფუნქციას სამსახურისთვისაც გამოიყენებთ და ა.შ.
ასევე, იხილეთ:
- WhatsApp-ს გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირების ფუნქცია ემატება — როგორ გამოვიყენოთ
- WhatsApp-ის ახალი ფუნქცია პირადულ მიმოწერებს უფრო დაცულს ხდის — როგორ გავააქტიუროთ
კომენტარები