WhatsApp-ის ახალი ფუნქცია პირადულ მიმოწერებს უფრო დაცულს ხდის — როგორ გავააქტიუროთ
პოპულარულ აპლიკაცია WhatsApp-ს ახალი ფუნქცია დაემატა, რომელიც მომხმარებლებს პირადული მიმოწერების დაფარვის საშუალებას აძლევს ისე, რომ შეტყობინებების წაკითხვა სხვამ ვერავინ შეძლოს.
"WhatsApp-ის ახალი დახურული ჩატები თქვენს მიმოწერებს უფრო კონფიდენციალურს ხდის. ისინი პაროლით დაცულ საქაღალდეშია დამალული და შეტყობინებების მოსვლისას გამომგზავნი ან შიგთავსი არ ჩანს", — აცხადებს მარკ ცუკერბერგი.
პირადი მონაცემების დაცვის ეს ფუნქცია Chat Lock-ის სახელითაა ცნობილი. მისით სარგებლობა საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ WhatsApp-ის აპლიკაციაში შეხვიდეთ, სასურველი მიმოწერა აირჩიოთ, რომლის დაფარვაც გსურთ და Lock-ს დააჭიროთ.
შედეგად, ის ჩატების საერთო ჩამონათვალში აღარ გამოჩნდება და ცალკე საქაღალდეში გადაინაცვლებს, რომელზე წვდომაც თქვენი თითის ანაბეჭდით ან პაროლით გექნებათ. იქ შესასვლელად, ნელა ჩამოწიეთ ჩატების ველი, შემდეგ კი დაყენებული პაროლი შეიყვანეთ. ამ გზით დაცულ მიმოწერებში შეხვალთ და შეტყობინებების წაკითხვას ან გაგზავნას შეძლებთ.
როგორც ცნობილია, მომდევნო თვეებში ეს ფუნქცია გაუმჯობესდება და მას ახალი კომპონენტები დაემატება, მაგალითად უნიკალური პაროლების დაყენება და სმარტფონთან დაწყვილებულ მოწყობილობებზე მიმოწერების დაფარვა.
კომენტარები