3 რამ, რაც ზუმერის განახლებულ ფილიალებზე უნდა იცოდე
გაიგე მეტი ზუმერის ფილიალების განახლებულ კონცეფციაზე — ტექნიკის უკეთ განსაცდელად.
რაც დრო გადის, ტექნიკა ელვის სისწრაფით ვითარდება, ზღვა სიახლეებში ნავიგაცია და ახალ-ახალი მოწყობილობების მონაცემებში გარკვევა კი უფრო რთულდება. ეს კარგად ესმით ზუმერში, ამიტომ სიახლეებით სავსე ყოველდღიურობაში მეტი სიცხადის შემოსატანად, რამდენიმე თვის წინ, კომპანიამ ფილიალების ვიზუალური იდენტობის განახლება ახალი კონცეფციით დაიწყო. პიონერი თბილისი მოლის ზუმერის ფილიალია.
ამ სტატიაში გიამბობთ, რას გულისხმობს ახალი კონცეფცია და რა დაგხვდება განახლებულ ფილიალებში.
1. ნავიგაცია ადვილია
მაღაზია ტექნიკის კატეგორიების მიხედვით ზონებად და კუნძულებადაა დაყოფილი. ნავიგაცია ადვილია, ტექნიკა — ადვილად მისაწვდომი და ხელშესახები.
ზუმერი ნებისმიერ მედიუმში ცდილობს, მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილება შექმნას. ამას ის მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებით, კატეგორიების და ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანით და, რაც მთავარია, უშუალო ურთიერთობით აღწევს.
2. ტექნიკა ხელშესახებია
სასურველი ტექნიკის შეძენა ონლაინ, zoommer.ge-ზეც შესაძლებელია, თუმცა, ადამიანების ნაწილი კვლავ ფიზიკურ შოპინგს ანიჭებს უპირატესობას. პროდუქტის რეალურ ცხოვრებაში ნახვა, გამოცდა, ზომის, ფერისა და ფუნქციონალის პირადად შეფასება მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
სწორედ მოდელების უკეთ გასაცნობად და სიახლეების ერთბაშად შესათვისებლად, მაღაზიაში მოდელები ხილვადადაა განაწილებული.
"ჩვენი ფილიალები ყოველდღიურად ასობით ადამიანს ემსახურება. ზოგიერთ მომხმარებელს წინასწარ აქვს განსაზღვრული, რა მოდელის ყიდვას აპირებს, ზოგი იქვე ეცნობა არჩევანს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, კომფორტული გარემო, მარტივი ნავიგაცია, მოდელების და ტექნიკის მთელი სპექტრის ხილვადობა ნებისმიერი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი ხდება შოპინგის საუკეთესო გამოცდილების მისაღებად", — ამბობს ზუმერის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვანცა ზერაგია.
3. ფერებს ახლებური დატვირთვა აქვს
ახალი კონცეფციის მიხედვით, ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერადოვნება ერთ ხასიათშია მოქცეული. ამ შემთხვევაში, მჭახე ფერები ტექნიკის აღქმის გამარტივებაში დიდ როლს თამაშობს.
"ფილიალების ახალი კონცეფციის მომხმარებლების საჭიროებებზე მორგება მთავარ გამოწვევად დავისახეთ — მათ შორის, ვიზუალურ-ესთეტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია ადამიანები ტექნიკასთან დავაახლოოთ — გავაცნოთ უახლესი ტრენდები და ტექნოლოგიურ ოკეანეში მათი შეუცვლელი მეგზური ვიყოთ.
ახალი კონცეფციით გარდაქმნილ ზუმერის ფილიალებში ტექნიკასთან ადაპტირება გაადვილდა. ვაკვირდებით ადამიანების უკუკავშირს და როგორც ყოველთვის, გავაგრძელებთ "ზუმერული" სიახლეების დამკვიდრებას", — ამბობს გვანცა ზერაგია.
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლების თქმით, ზუმერის ფილიალები ეტაპობრივად სრულად განახლდება.
კომენტარები