ინტერნეტი მთვარეზე — Nokia თანამგზავრს 4G-ით მოამარაგებს
Nokia მთვარეს 4G მობილური ქსელით მოამარაგებს. ქსელი მიმდინარე წლის ბოლომდე გაეშვება. NASA-მ Nokia თანამგზავრის ფიჭური ქსელის მიმწოდებლად ჯერ კიდევ 2019 წელს აირჩია.
ქსელი შეინახება Nova-C მთვარის ლენდერში, რომელიც შექმნილია Intuitive Machines-ის მიერ და გაიშვება SpaceX-ის რაკეტის მეშვეობით. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
Nokia-ს 4G საკომუნიკაციო სისტემა შაკლტონის კრატერზე დაეშვება, მთვარის სამხრეთ ნაწილზე. Nokia ირწმუნება, რომ ტექნოლოგია კოსმოსის მკაცრ პირობებს თავისუფლად გაუძლებს.
გეგმა NASA-ს Artemis-ის მისიას მოიცავს, რომელიც 1972 წლის Apollo 17-ის შემდეგ ადამიანებს მთვარეზე დააბრუნებს.
Nokia მთვარეზე ყინულის მოძიებას ისახავს მიზნად
ანშელ საგმა, Moor Insights & Strategy-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, CNBC-ს განუცხადა, რომ 2023 წელი Nokia-ს აღჭურვილობის გაშვებისთვის "ოპტიმისტური სამიზნეა".
"თუ აპარატურა მზად არის და როგორც ჩანს ის არის, დიდი შანსია, რომ სწორედ 2023 წელს გაუშვან", — განუცხადა საგმა CNBC-ს ელექტრონული ფოსტით.
Nokia-ს მთვარის ქსელი უზრუნველჰყოფს კრიტიკულ საკომუნიკაციო შესაძლებლობებს მონაცემთა გადაცემის მრავალი განსხვავებული აპლიკაციისთვის, მათ შორის ბრძანებისა და მართვის ფუნქციებს. ეს ასევე მოიცავს მთვარის როვერების დისტანციურ მართვას, რეალურ დროში ნავიგაციასა და მაღალი გარჩევადობის ვიდეო სტრიმინგს.
Nokia-ში ამბობენ, რომ ასტრონავტებს მთვარის ბაზაზე იგივე ტექნოლოგიური შესაძლებლობები დასჭირდებათ, როგორიც მათ დედამიწაზე აქვთ, ამისთვის კი გამართული ინტერნეტი იქნება საჭირო.
მეტიც, CNBC-მ გაავრცელა ინფორმაცია Nokia-ს განზრახვაზე მთვარეზე ყინულის აღმოჩენასთან დაკავშირებით. წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას სასმელად, სარაკეტო საწვავად ან თუნდაც ასტრონავტებისთვის ჟანგბადად.
კომენტარები