არაბთა გაერთიანებული საამიროების სკოლებში რობოტი მასწავლებლები გამოჩნდებიან
ახალი სისტემები შეავსებს მასწავლებლებს და არ ჩაანაცვლებს მათ.
ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტები შესაძლოა, მალე არაბეთის გაერთიანებულ საემიროების სასკლასო ოთახებში გამოჩნდნენ.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა განათლების კონფერენციაზე განაცხადა.
"განათლების სამინისტროში, მზად ვართ მივიღოთ ახალი ტექნოლოგიები და ვთანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა განვავითაროთ GPT-ზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტის მასწავლებლები. ამით გვსურს განვავითაროთ საგანმანათლებლო ტექნოლოგია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განათლების სისტემის ასამაღლებლად", — თქვა აჰმად ალ ფალასიმ ალეფის განათლების სამიტზე, დუბაიში მომავლის მუზეუმში.
აჰმად ალის თქმით, მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარება დაჩქარებულია მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, სწავლების ტრადიციული მეთოდები გარდაიქმნა, ინოვაციურმა ინსტრუმენტებმა რევოლუცია მოახდინა საკლასო ოთახშებში და დისტანციური სწავლების მხრივაც.
ეს განცხადებები გაკეთდა მინისტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტის სფეროში უახლესი მოვლენების განხილვისა და განათლების სასიკეთოდ გამოყენების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომზოგგან მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებით ნიუ-იორკში) აიკრძალა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკლასო ოთახებში, არაბთა გაერთიანებული საემიროები ითვისებენ ამ ახალ ტექნოლოგიას.
ახალი ტექნოლოგიების მიღება და პოპულარიზაცია
"ეს აიძულებს მასწავლებლებს, აკადემიკოსებს და პედაგოგებს გლობალურად გადააფასონ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ასწავლონ, არამედ როგორ შეაფასონ", — თქვა ალ ფალასიმ.
"ჩვენ ვქმნით პოლიტიკას, რომელიც მასწავლებლებს ინსტრუქციებს მისცემს იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ ასეთი დიდი ენობრივი მოდელები მათ სასარგებლოდ", — ნათქვამია განცხადებაში.
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა აჩვენეს თუ რამდენად სასარგებლოა ტექნოლოგია COVID-19-ის დროს, როდესაც განათლება ონლაინ და დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
"ჩვენ ყველამ გამოვცადეთ პანდემია და მივხვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგია, როდესაც საქმე ეხება განათლებას. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტექნოლოგიაზე, როგორც ინსტრუმენტზე, რომელიც დაგვეხმარება განათლების ტრანსფორმაციაში", — თქვა ალ ფალასიმ.
კომენტარები