The Last of Us-ის სოკო ფიქცია არაა — შეუძლია თუ არა მას ადამიანების დაინფიცირება?
The Last of Us-ის ჯერ მხოლოდ ერთი ეპიზოდი გამოვიდა და უკვე ყველა ზომბების სოკოზე საუბრობს, რომელმაც აპოკალიფსი გამოიწვია. სამყაროსთვის, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის პანდემიის შედეგებს, ბუნებრივი კითხვაა, შეიძლება თუ არა ეს იყოს რეალური?
სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემდეთ, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, რომელიც გაგიჩენთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რაზე ვსაუბრობთ.
აპოკალიფსური ან პოსტ-აპოკალიფსური მხატვრული ლიტერატურა ყველასთვის საყვარელი არაა. თუმცა, The Last of Us თითქმის ყველასთვის ცნობილია, ვისაც გეიმინგი აინტერესებს. ახლა კი ამ ლეგენდარული თამაშის ეკრანიზაციის ყურებაც შეგვიძლია.
ზომბი სოკო
როდესაც 28 Days Later გამოვიდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება მოსულიყო დრო, როდესაც ქუჩები მართლაც ცარიელი იქნებოდა. და ეს ერთი ვირუსის წყალობით.
რაც შეეხება, The Last of Us-ს, შესაძლოა, ვირუსის ამბავი რეალობასთან ძალიან ახლოს იყოს, რადგან შოუ ასევე ვირუსს იყენებს, ოღონდ ამჯერად ზომბების სოკოზეა საუბარი.
Ophiocordyceps ეწოდება სოკოების გვარს, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმების დაინფიცირება შეუძლია და ცნობილია უკვე თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში. ბრიტანელმა მიკოლოგმა ტომ პეტჩმა სოკოები პირველად 1931 წელს აღწერა. დღეს მეცნიერებს ამ სოკოების შესახებ მინიმუმ 140 ჩანაწერი აქვთ. ცნობილია, რომ სოკოები აინფიცირებენ მწერებს. შესაბამისად, სწორედ ეს სოკოები იყო შთაგონების წყარო ზომბების ფილმებისა და თამაშებისთვის. დიახ, ერთ-ერთი ასეთი The Last of Us-ია.
დიახ, Ophiocordyceps აინფიცირებს მწერებს ისევე, როგორც ზომბი სოკო აინფიცირებს ადამიანებს The Last of Us-ში. სოკოთი ინფიცირებულები, როგორც წესი, კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე და ინფექციის გავლენის ქვეშ ექცევიან. ასეთი მწერები რისკავენ, ძვრებიან მაღალ ტოტებზე, სადაც შეუძლიათ გაავრცელონ სოკოს სპორები დიდ ფართობზე.
აქ შეგიძლიათ ნახოთ დევიდ ატენბორო, თუ როგორ ხსნის ის ამ მოვლენას.
შესაძლებელია ეს გამეორდეს ადამიანებზე?
საინტერესოა, რომ სერიალი იწყება იმ სცენარის მიხედვით, რომელშიც სოკო განვითარდა და მწერებზე თავდასხმის ნაცვლად, დაიწყო ადამიანების ინფიცირება. ამის მიზეზი თავად კაცობრიობაა, რომელიც თავისი საქმიანობით ათბობს პლანეტას და ახლა სოკოს დასჭირდა ევოლუცია, რადგან გადარჩეს მაღალ ტემპერატურაზე. ამან სოკო აიძულა ევოლუცია განეცადა და სხვა ორგანიზმებიც დაეინფიცირებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ზომბი სოკოს შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) უკვე გადაიკვეთა ამ ტიპის სოკოვან ინფექციებთან — როგორიცაა Candida auris. გარდა საავადმყოფოში გავრცელების უნარისა, C.auris ცნობილია იმით, რომ მდგრადია არსებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ. რაც უფრო უარესია, CDC-ის მოხსენების მიხედვით, სოკოს ოთხი ასეთი შტამი განვითარდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ბოლო ათწლეულში მოხდა.
როგორც COVID-19-დან გამომდინარე ვიხილეთ, ერთმა შტამმაც კი შეიძლება გამოიწვიოს დამანაგრეველი ცვლილებები. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდება შედეგები სავალალო იქნება. იგივე შეიძლება მოხდეს სოკოს გავრცელების შემთხვევაშიც. თუმცა, ექსპერტების თქმით, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სოკოს სპორები შორს არ "წავლენ". ისინი შემოიფარგლებიან ბნელი და ბინძური ადგილებით — დიახ, როგორც თამაშშია.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, ფილმში, ისევე როგორც თამაშში, სპორებით დაინფიცირებულებს, ისევე როგორც თავად სოკოს იარაღით უსწორდებიან. თუმცა, ვინმემ უნდა უთხრას პედრო პასკალს (სერიალის მთავარ გმირს), რომ სოკოსთვის ტყვიის სროლით სპორები უფრო გავრცელდება. . .
კომენტარები