Samsung Galaxy S23-ს სავარაუდოდ, ოფიციალურად 1-ელ თებერვალს წარადგენენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე თითქმის ზუსტად ვიცით, როგორი იქნება სმარტფონის დიზაინი. WinFuture-ის მიერ მოპოვებული რენდერები მოწყობილობის დიზაინთან ერთად ხელმისაწვდომ ფერებსაც გვაცნობს.

ფოტო: Winfuture

როლანდ ქვანდტის თქმით, ეს ოფიციალური მარკეტინგული სურათებია და არა ფანების მიერ წინა მოდელებზე დაყრდნობით შექმნილი სავარაუდო ვერსიები და პროგნოზები.

როგორც წესი, WinFuture-ის ინფორმაცია მართლდება ხოლმე. თუ ამ შემთხვევაშიც ასეა, Galaxy S23-ს, წინამორბედისგან განსხვავებით, კამერების წამოწეული "კუნძული" არ ექნება. სამივე კამერა ცალკე, ერთიანი სივრცის გარეშე იქნება წარმოდგენილი. მობილურის კორპუსი, ძველი მოდელების მსგავსად, კვლავ მეტალისა და მინის კომბინაცია იქნება. Galaxy S23-ს ოთხი ძირითადი ფერი — შავი, თეთრი, მწვანე და ღია ვარდისფერი ექნება.

ფოტო: წყარო: WinFuture

ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მობილური აღჭურვილი იქნება უფრო ნათელი OLED-დისფლეით, Qualcomm-ის Snaptdragon 8-ის მეორე თაობის ახალი პროცესორითა და უფრო მაღალი რეზოლუციის კამერით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.