მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ინტელექტი ბრალდებულს იურიდიულ მომსახურებას გაუწევს
პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტითაა უზრუნველყოფილი ბრალდებულს საქმის გასაჩივრებაში დაეხმარება. ეს აშშ-ს სასამართლოში მომავალ თვეში მოხდება.
სასამართლოსთვის მიმართვის ნაცვლად, პროგრამა, რომელიც სმარტფონზე იმუშავებს, ბრალდებულს შესაბამის პასუხებს ყურსასმენის საშუალებით მიაწვდის. უკვე მიღებული პასუხების გამოყენება ბრალდებულს სასამართლო დარბაზში შეეძლება.
გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ხელოვნური ინტელექტის თემა ისე გააქტიურდა, როგორც არასდროს. ალგორითმებს შეუძლიათ დაწერონ პოეზია, კომპიუტერული კოდები და კოლეჯის ესეებიც კი. პროგრამების ყოველ განახლებასთან ერთად, მათი შესაძლებლობები იზრდება და ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტი ხელოვნებითაც დაკავდა.
ახლა კი, კომპანია DoNotPay, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს, აცხადებს, რომ მის პროგრამას სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სასამართლო შემთხვევების დაცვა შეუძლია. კონკრეტული პროცესი 2023 წლის თებერვალში უნდა შედგეს. პიროვნების ვინაობა უცნობია და სასამართლო სხდომა დახურულია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მოპასუხე სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებულ ჯარიმას აპროტესტებს.
AI ალტერნატივა ადვოკატებისთვის
2015 წელს დაფუძნებული, DoNotPay არის AI გადაწყვეტა, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ინდივიდებს დიდი ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა გადასახადების არასწორად დაკისრება, ან თუნდაც პარკირების ბილეთებთან დაკავშირებული დავები. კომპანიის თქმით, ფიზიკურ პირებს ამ საქმეების უმეტესობის მოგება შეუძლიათ. თუმცა, აპელაციები უშედეგოა, რადგან ბრალდებულებს ძირითადად არ აქვთ მაღალი იურიდიული საფასურის მიღების საშუალება. ან არ აქვთ დრო და რესურსი ბიუროკრატიასთან საბრძოლველად.
DoNotPay-ს ამ პრობლების გადასაჭრელად საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შემოთავაზება სურს. მათი თქმით, ეს ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმარება და რაც მთავარია, იურიდიულ მომსახურებას ხელმისაწვდომს გახდის.
უკვე 2023 წლისთვის კომპანია აპირებს დაეხმაროს ინდივიდს, დაიცვას თავისი საქმე სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. ეს მსგავსი პირველი შემთხვევაა და ამას პროგრამა RobotLawyer გაართმევს თავს. პროგრამა შეისწავლის და გადაამუშავებს ყველა მონაცემს რაც საქმესთან არის დაკავშირებული. მეტიც, ის სასამართლოში დასმულ კითხვებსაც უპასუხებს.
რა მოხდება, თუ ეს ვერ მოხერხდება?
ვინაიდან ეს ასეთი პირველი შემთხვევაა, DoNotPay მზადაა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, თუ AI-ის რჩევა კლიენტს ვერ დაეხმარება. ვინაიდან ეს არის სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევა, DoNotPay გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას. თუმცა, თუ გაიმარჯვებს, ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი იქნება და ისტორიულ პროცესადაც შეირაცხება.
თუმცა, მნიშვნელოვანი შეკითხვაა, არის თუ არა ეს კანონიერი სასამართლოში. აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოშუა ბრაუდერმა განუცხადა New Scientist-ს, რომ მან იპოვა სასამართლო, სადაც ყურსასმენის საშუალებით მოსმენა წესების ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი.
კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, DoNotPay-ის მომსახურება და აპლიკაცია თვეში 36 დოლარი ეღირება. ახლა მთავარი საკითხია თუ რამდენად მოხდება მსგავსი სისტემის მორგება სასამართლოებისთვის. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები