რა არის ის მოლივლივე, გამჭვირვალე ფორმები, რომელსაც ზოგჯერ თვალების გახელისას ვხედავთ?
დაახლოებით, 76% ადამიანებისა, რომელსაც მხედველობა დაქვეითებული არ აქვს, ზოგჯერ ხედავს რაღაც "მოლივლივე" ობიექტებს. ისინი ჩანს მოძრავი სტრუქტურებივით, როგორიცაა პატარა ჭიები, რომლებიც ხანდახან ჩნდებიან ჩვენი მხედველობის ველში, თუკი ვუყურებთ რაიმე კაშკაშა და ერთგვაროვანს, როგორიცაა: ცა, თოვლი ან თეთრი ეკრანი. მაშ, რას წარმოადგენს ეს უცნაური ობიექტები?
მათი სამეცნიერო სახელია Muscae volitantes, ანუ "მფრინავი ბუზები", მაგრამ ისინი მწერები არ გეგონოთ. როგორც TED-Ed-ის შესანიშნავი ვიდეო განმარტავს, ისინი წარმოადგენს პატარა ობიექტებს ჩვენს თვალში. ეს ობიექტები შეიძლება იყოს ქსოვილის ნაჭრები, სისხლის წითელი უჯრედები ან ცილის გროვები, რომლებიც თვალის მინისებრ სხეულში დაცურავს. ეს უკანასკნელი არის ლინზასა და ბადურას შორის არსებული გელის მსგავსი ნივთიერება, რომელიც თვალის ფორმას ინარჩუნებს.
სინათლე თვალში შედის ლინზების მეშვეობით და ააქტიურებს ბადურაზე არსებულ გარკვეულ უჯრედებს, მაგრამ როდესაც მოლივლივე ობიექტები მოძრაობს მინისებრი სხეულის გარშემო, ისინი ბადურაზე ქმნის ჩრდილებს, რომლებიც გარკვეულ სურათებს ემსგავსება და რომლებსაც ადამიანების უმეტესობა ხედავს.
ასე რომ, შემდეგში, როდესაც ამ მოლივლივე ობიექტებს დაინახავთ, გახსოვდეთ, რომ, მათი მოძრაობის მიუხედავად, ისინი ცოცხალი ორგანიზმები არ არის და ჩვენივე თვალის ლინზასა და ბადურას შორისაა მოქცეული.
კომენტარები