4 ვორქშოპი, რომელიც Touch-ზე დაგხვდებათ — დასწრება შეზღუდულია
ეს უნიკალური შანსია, მიიღო რეალური ცოდნა მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან.
ვინც Touch Summit-ის მასშტაბის კონფერენციაზე ან ფესტივალზე ყოფილხართ, ნაცნობი იქნება შეგრძნება — გინდა, ყველაფერი მოასწრო, არაფერი გამოგრჩეს და ინსპირაციისა და ცოდნით დატვირთულმა დაასრულო 2-დღიანი მოგზაურობა.
თუ ასეა, გატყობინებთ, რომ Touch22-მა ვოქრშოფები დაანონსა, რომელიც ქინოუთ სესიებისა და პანეულური დისკუსიების პარალელურად გაიმართება.
გაგაცნობთ 4 ვორქშოფს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.
Designing a custom product workshop
სლავა შესტოპალოვი Bolt-ის ევროპის ოფისის უფროსი პროდუქტ მენეჯერია. ის მრავალი წელია პირად ბლოგზე საინტერესო სტატიებს წერს დიზაინ ფიქრის, სწორი დიზაინ სისტემის შექმნის ტექნიკებსა და სხვა ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მრავალწლიანი გამოცდილება მან ერთ ვორქშოფად გააერთიანა და რუსთაველის დარბაზში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ესაუბრება თემაზე: Designing a custom product workshop. ხშირად საჭიროა კლასიკური მიდგომებიდან გადახვევა, იმისთვის რომ კონტექსტი სწორად გავიაზროთ და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ვიპოვოთ.
How to increase the effectiveness of your marketing through 9 key principles of behavioral science
დენი ბენეტი Ogilvy Consulting UK-დან გვესტუმრება და ქინოუთ გამოსვლის გარდა, ძალიან საინტერესო ვორქშოფ სესიას ჩაატარებს სახელწოდებით: How to increase the effectiveness of your marketing through 9 key principles of behavioral science. დენი ქცევითი მეცნიერებების უფროსი პარტნიორია Ogilvy Consulting UK- ში და ის ამ სფეროს ყველაზე გამოცდილი ადამიანიას, მარკეტერებისა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი ადამიანის — რორი საზერლენდის გუნდში წამყვანი პოზიცია უკავია. ვორქშოფის ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ჩვევები და ქცევები გავითვალისწინოთ მარტკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვისას და კონკრეტული გზების ცოდნით ჩვენი აქტივობები გაცილებით ეფექტიანი გავხადოთ.
Introduction into Reverse Engineering and iOS Security
კირილ სერმაკი შტუდგარტის პორშეს ოფისიდან 2-საათიანი ვორქშოფის ფორმატში გაგვაცნობს IOS სისტემის არქიტექტურის მარტივ და უმტკივნეულო ტექნიკებს. მისი ვორქშოფი Introduction into Reverse Engineering and iOS Security სახელიდანაც გასაგებია, რომ მეტწილად IOS დეველოპერებისთვის იქნება გათვლილი.
Focus on Distractions. How to maintain focus in a world full of distractions?
მონიკა მატუსიევსკა სერთიფიცირებული ქოუჩია LaMatu-დან. მას 16-წლიანი გზა აქვს გამოვლილი დიდ კორპორაციებში, როგორიცაა: IBM, Philips, IKEA, NIkon და L’Oreal. მისი ვორქშოფის სათაურით Focus on Distractions. How to maintain focus in a world full of distractions? დაგვეხმარება ქაოსით სავსე სამყაროში ახლიდან ვისწავლოთ ფოკუსირება და ამით გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის ეფექტურობა და ცხოვრების ხარისხი.
ვორქშოფებზე რეგისტრაცია 25 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. იქამდე კი დროა სამიტზე დასასწრებ ბილეთზე იზრუნოთ.
Early bird ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია! ფასების 60%-ით ზრდა 25 ნოემბრიდან იგეგმება. ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ლინკს: https://touch.ge/summit/tickets
Touch22-ის სპონსორებისა და მედია პარტნიორების ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები