iPhone-ის 8 ხრიკი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ
რასაც აქამდე რამდენიმე მოქმედებით აკეთებდით, ახლა ძალიან მარტივი მოგეჩვენებათ
ხშირად iPhone-ის ირგვლივ რჩევები საინტერესო, სახალისო, თუმცა არაფრისმომცემია. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრიხართ მსგავს აღმოჩენებს: დააჭირეთ თითი სამჯერ თქვენი მობილურის უკანა მხარეს და ის გადაიღებს სქრინშოთს. შეიძლება ეს ვინმეს მოეწონოს, თუმცა უმრავლესობის ცხოვრებაში ამის ცოდნა არაფერს შეცვლის.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ მარტივ გზებს, თუ როგორ გამოიყენოთ თქვენი iPhone უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და კომფორტულად:
ასქროლეთ მაღლა ერთი მოძრაობით
თუ ვებგვერდს დიდი ხანია სქროლავთ და ახლა მაღლა გინდათ დაბრუნება, თითის აქეთ იქით შეუჩერებლად მოძრაობაში წამების დაკარგვის ნაცვლად, შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი მოწყობილობის ეკრანის მაღალ, ცენტრალურ ნაწილს (წინა კამერის ქვეშ) ერთადერთხელ შეეხოთ თითით — თქვენ მაშინვე დაბრუნდებით საწყის წერტილში. ეს ფუნქცია არა მხოლოდ ვებგვერდებზე, არამედ თითქმის ყველაფერზე მუშაობს, მათ შორის აპლიკაციებსა და მობილურის პარამეტრებში.
განსაკუთრებით კომფორტული და ეფექტური ეს ხრიკი მაშინ არის, როცა ინსტაგრამზე ან მეილზე ძალიან დაბლა ჩამოსქროლეთ, ახლა კი ზემოთ გინდათ დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, მაღლა სქროლვის მონოტონურ პროცესს თქვენც არაერთხელ დაუღლიხართ. გარდა ამისა, თუ სქროლვის პროცესში თქვენმა მობილურმა უეცრად მაღლა დაგაბრუნათ და ნერვები მოგიშალათ, სავარაუდოდ შემთხვევით სწორედ ამ ხრიკს მიმართეთ.
შეწყვიტეთ ელფოსტის მისამართის სრულად ჩაწერა
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სიტყვა ან სიმბოლო აქციოთ ისეთ ტექსტებად, რომლის გამოყენება და თავიდან ჩაწერა ხშირად გიწევთ. შედით პარამეტრებში, შემდეგ გადადით General-ში, შემდეგ Keyboards-ში, შემდეგ კი Text Replacement-ში. ამ განყოფილებაში შეგიძლიათ შექმნათ ყველაფრის შემოკლებული ფორმა: სახლისა და ელფოსტის მისამართების, კონკრეტული ტექსტების, სიტყვების და ა.შ. მაგალითად, თუ თქვენ დაამატებთ შემოკლებას "eml" და მას მიაბამთ თქვენს ელფოსტას, ყოველ ჯერზე, როცა ველში ჩაწერთ eml-ს, თქვენი კლავიატურის ზედა ნაწილში გამოჩნდება ელფოსტა, რომელიც ამ კონკრეტული შემოკლებით აღნიშნეთ.
ამ ფუნქციას ძალიან ცოტა ჩვენგანი იყენებს, არადა, მას შეუძლია თქვენი ცხოვრება ძალიან გაამარტივოს. რჩევა: ეცადეთ, გამოიყენოთ eml-ის ტიპის შემოკლებები და არა ხშირად გამოყენებადი სიტყვები, როგორიცაა email, რადგან შეიძლება გაგაღიზიანოთ არასაჭირო დროს შემოთავაზებულმა ჩანაცვლებამ.
კარგია ისიც, რომ ეს შემოკლებები თქვენს iCloud-ზე ინახება, ამიტომ თუ იმავე Apple ID-ს სხვა მოწყობილობებზეც იყენებთ, შემოკლება იქაც ამ ფორმით გადავა.
დამალეთ ფოტოები ცნობისმოყვარე ახლობლებისგან
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, დამალოთ კონკრეტული ფოტოები, რათა ისინი აღარ გამოჩნდნენ ძირითად ალბომში. ეს თქვენ არც თუ ისე იშვიათ უსიამოვნებას ან უხერხულობას აგარიდებთ. საკმარისია შეხვიდეთ ფოტოებში, მონიშნოთ სასურველი სურათი/სურათები დააჭიროთ გაზიარების ღილაკს (კვადრატი მაღლა მიმართული ისრით), შემდეგ კი შემოთავაზებულ ვარიანტებში აირჩიოთ Hide ფუნქცია.
მოგვიანებით შეგიძლიათ ეს ფოტოები ალბომში სახელწოდებით Hidden იპოვოთ. თუ გსურთ, ეს ალბომი საერთოდ არ გამოჩნდეს, შეგიძლიათ შეხვიდეთ პარამეტრებში, ფოტოების სექციაში და გამორთოთ Hidden Album არჩევანი.
მეტიც, ახალი iOS16 გაძლევთ საშუალებას, Hidden და Recently Deleted ალბომები მეტი დაცულობისთვის პაროლით აღჭურვოთ.
წაშალეთ ძველი სქრინშოთები
თუ ჩვენი წინა რჩევა გაითვალისწინეთ, შესაძლოა Hidden ალბომის ძებნისას ასევე შეამჩნიეთ ალბომი Screenshots. აქ არსებული, სავარაუდოდ დიდი ხნის დაგროვებული არასაჭირო ფოტოების, ვიდეოებისა და სქრინების წაშლა მარტივად გაგითავისუფლებთ თქვენი მოწყობილობის მეხსიერებაში. ეს თქვენი არეული ფოტოალბომის დალაგებასაც ძალიან წაადგება.
გააქრეთ აპლიკაციები თქვენი Home Screen-დან, წაშლის გარეშე
თუ თქვენ ნერვებს გიშლით თქვენს Home Screen-ზე დაგროვილი უამრავი აპლიკაცია, ან საქაღალდე ამ აპლიკაციებით, ამ ქაოსის მილაგებაც გეზარებათ და პროგრამებს/თამაშებს ვერ ელევით ეს ფუნქცია თქვენთვისაა. თქვენ შეგიძლიათ გააქროთ კონკრეტული აპლიკაცია თქვენი თვალთახედვიდან ისე, რომ ის არ წაშალოთ.
თუ აპლიკაციას ხანგრძლივად დააჭერთ, შემდეგ კი Remove App ფუნქციას აირჩევთ, iPhone მეორე არჩევანსაც შემოგთავაზებთ, თუ Remove From Home Screen-ს აირჩევთ, პროგრამა გაქრება Home Screen-დან, თუმცა არ წაიშლება ტელეფონიდან. მოგვიანებით შეგიძლიათ იპოვოთ გამქრალი პროგრამა App Library-ში, დააჭიროთ ხანგრძლივად და აირჩიოთ Add to Home Screen, რათა ის უკან დააბრუნოთ.
გადაალაგეთ Home Screen წამებში საათების ნაცვლად
ანალოგიურად, თუ გსურთ დააორგანიზოთ თქვენი მობილურის ეკრანი და ადრე ამას საათები სჭირდებოდა, ახლა შეგიძლიათ აპლიკაციების გადალაგება-გადმოლაგების ნაცვლად, მთლიანად გვერდებს შეუცვალოთ ადგილები. დააჭირეთ ხანგრძლივად Home Screen-ის ქვედა ნაწილში გამოსახულ წერტილებს, შემდეგ კი კიდევ ერთხელ დაკლიკოთ, ხოლო როცა დაინახავთ გვერდებს, ისევე როგორც აპლიკაციების შემთხვევაში, შეგეძლებათ შეუცვალოთ მათ მიმდევრობა ან მათი ნაწილი საერთოდ დამალოთ.
აპინეთ მეგობრების შეტყობინებები, რათა არ დაკარგოთ
თუ შეტყობინებებში კონრეტულ ან რამდენიმე შეტყობინების ველს მონიშნავთ და ხანგრძლივად დააჭერთ, თქვენი iPhone რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, მათ შორის ერთ-ერთი არის Pin ფუნქცია, რომლის არჩევის შემთხვევაშიც ეს კონკრეტული ჩატ(ებ)ი მუდმივად ზევით დარჩება, რამდენი შეტყობინებაც არ უნდა მიიღოთ. ამ გზით თქვენ შეძლებთ, მარტივად იპოვოთ კონკრეტული ჩატები და ადამიანები, რომელთაც კონტაქტიც ყველაზე მეტად გსურთ.
დაბლოკეთ მობილური სწრაფად მეტი უსაფრთხოებისთვის
თუ თქვენ შიშობთ იმაზე, რომ ვინმე გაიძულებთ მოხსნათ თქვენს iPhone-ს ბლოკი თითის ანაბეჭდის ან Face ID-ის საშუალებით, შეგიძლით ეს თავიდან ამოიგდოთ. iPhone 8 და შემდეგი მოდელების მფლობელებს შეუძლიათ დააჭირონ მობილურის მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკსა და ხმის ამწევ/დამწევ ღილაკს ერთდროულად რამდენიმე წამის განმავლობაში.
ამ მოქმედების განხორციელების შემდეგ ამოვარდება რამდენიმე არჩევანი: ტელეფონის გამორთვა, სამედიცინო მონაცემების ნახვა ან დარეკვა სამაშველო სამსახურში. ამ არჩევანის გამოჩენა ნიშნავს, რომ Face ID და Touch ID გამორთულია, ბლოკის მოსახსნელად კი პაროლის ჩაწერაა აუცილებელი, რაც აბსოლუტურად თქვენს ხელშია.
კომენტარები