10 რამ, რითაც შეგიძლია შემოდგომით თავი შეიქციო
ფოტო: Disney
შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის შემოდგომა წლის საუკეთესო სეზონია. ყველაზე ლამაზი და ფერადოვანი რომ არის, ამაზე, მგონი, დავაც არ ღირს. მაგრამ ესთეტიკური სიამოვნების მიღებასთან ერთად, კიდევ უამრავი რამ არსებობს, რითაც ოქროსფერ შემოდგომაზე შეგიძლია თავი შეიქციო და ამ სეზონის მთელი ხიბლი შეიგრძნო.
აი, მაგალითად...
1. დილით ადრე გაღვიძება
ფოტო: Tenor
იტყვი, ისედაც ყოველდღე ადრე ვიღვიძებო, მაგრამ ამას არ ვგულისხმობ. დილით, როგორც წესი, ვჩქარობთ ხოლმე — სასწავლებელში ან სამსახურში გავრბივართ. ამ სიჩქარეში ხშირად ვერ ვამჩნევთ, რამდენად გამორჩეულია შემოდგომის დილა — მზის პირველი ოქროსფერი სხივებით, ნისლითა და ჩამოცვენილი ფოთლებით, რომლებიც მეეზოვეს ჯერ არ დაუხვეტია. ნუ იჩქარებ, კარგად დააკვირდი ყველაფერს და დილის გრილი ჰაერიც ხარბად შეისუნთქე.
2. ფოთლების შეგროვება
ფოტო: Giphy
თუ ჩამოცვენილ ფოთლებს მართლაც მანამდე მიუსწარი, სანამ მეეზოვე დახვეტს, შეგიძლია, ბავშვობა გაიხსენო და ზუსტად ისე შევარდე გროვაში, როგორც წინათ. დამიჯერე, სიხარულს ძველებურად იგრძნობ. ეგეც რომ არა, შემოდგომით სხვადასხვა ფორმისა და ფერის ფოთლების შეგროვება შეგიძლია, რომელთაც შემდეგ წიგნის ფურცლებს შორის შეინახავ.
3. ფოტოსესიის მოწყობა — გინდ გარეთ და გინდ შინ
ფოტო: Giphy
ფოთოლცვენა განსაკუთრებით ლამაზი ქარის ან ოდნავ ძლიერი ნიავის დროსაა — სასწაულად მომხიბვლელი ფოტოები და ვიდეოები გამოდის მაშინ. ამასთან, თუკი სათანადოდ შეარჩევ სამოსს გარდერობიდან, შეუდარებელი კონტრასტის ფოტოებს გადაიღებ და საკუთარი ინსტაგრამის გადახალისებასაც შეძლებ.
გარეთ დიდხანს გასვლას თუ ვერ ახერხებ, არც მაგაზე დაიწყვიტო გული. შემოდგომის ნობათით ზუსტად იმდენადვე შთამბეჭდავი ნატურმორტები გამოდის, როგორც პეიზაჟები. ამისთვის შეგროვებული ფოთლების გამოყენებაც შეგიძლია.
4. საშემოდგომო კულინარია
ფოტო: Giphy
თუკი გარეთ ისეთი ქარი ან წვიმაა, რომ ფოთლების შესაგროვებლადაც კი არ გაისვლება, შინ მაინც უამრავი საქმე შეიძლება გამოიჩინო. ამ სეზონს განსაკუთრებულად უხდება წვნიანები — მით უმეტეს, როცა გარეთ უკვე აცივდა და შენ ჯერ გათბობის ჩართვა არ გინდა. ახალ-ახალი გემრიელობების მომზადება საშემოდგომო ხილით და ბოსტნეულითაც შეგიძლია. აი, გოგრის ნამცხვარზე რას იტყვი, მაგალითად? თუ საკმარისად მოღუშული ამინდია, ცხელი სასმელებიც ხომ მისწრებაა!
5. საშემოდგომო ფლეილისტის შედგენა
ფოტო: Giphy
სასუსნავების მზადებისთვის ან ოქროსფერ ხეივანში სეირნობისთვის აუცილებლად დაგჭირდება შესაფერისი განწყობის შექმნა. აი, ეს კი მუსიკას მიანდე. მუსიკის აღქმა ხომ ინდივიდუალურია — ჰოდა, შენც დამოუკიდებლად და გულდასმით შეარჩიე სიმღერები, რომლებიც საშემოდგომო განწყობას გიქმნის. მე, მაგალითად, შემოდგომაზე ტეილორ სვიფტის რომელიმე ალბომის თავიდან ბოლომდე მოსმენას არაფერი მირჩევნია.
6. ბაღში ფუსფუსი
ფოტო: Giphy
და მაინც — შემოდგომის მთავარი ხიბლი მისი ნობათია. თუკი სახლთან ახლოს ბაღი გაქვს, ხომ გადასარევი, თუმცა, სხვა შემთხვევაში შეგიძლია, სოფლად წახვიდე და რთველში ჩაერთო, მაგალითად. მოსავლის აღება-დაბინავებაში მონაწილეობა კი შეიძლება დამღლელად ჟღერდეს, მაგრამ ბაღში ფუსფუსს და მიწასთან ურთიერთობას თერაპიული ეფექტიც კი აქვს.
7. ხატვა ბუნებაში
ფოტო: Giphy
ა, კიდევ რა შეგიძლია გარეთ, სანამ თბილა? ხატვა! ოღონდ, მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ხატავ. ბაღში ფუსფუსის არ იყოს, ესეც ერთგვარი თერაპიაა და შემოდგომის თბილ დღეს მოლბერტით ან ბლოკნოტით პარკში გასვლა იმაზე საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე გგონია. დახატე არა ის, რასაც ხედავ, არამედ ის — რასაც გრძნობ. მოგონებები ხომ უმთავრესად სწორედ შეგრძნებებს უკავშირდება. შენც ასე შეძლებ, წლევანდელი შემოდგომა აღბეჭდო ფურცელზე და საკუთარ მეხსიერებაშიც.
8. საშიში ისტორიების კითხვა
ფოტო: Giphy
როცა მთელი დღის დაღლილ-დაქანცული შინ მიხვალ და გართობის საშუალებების ძებნას დაიწყებ, დიდი ალბათობით, გარეთ უკვე გვარიანად აცივებული იქნება. ჰოდა, შეგიძლია, დივანზე მოკალათდე, პლედი ფეხებთან შემოიკეცო და საშინელებათა ჟანრის რომელიმე ნაწარმოების კითხვა დაიწყო. შემოდგომას, განსაკუთრებით კი ოქტომბერს, არცერთი სხვა ჟანრი ასე ძალიან არ უხდება.
9. მელანქოლიური ფილმების ყურება
ფოტო: Giphy
აი, კითხვით თუ მოიწყენ, ან უქმეებზე სხვაგვარ თავშესაქცევს მოისურვებ, მაშინ ზაფხულის ბოლოსთვის გადადებულ ფილმებს შეგიძლია მიუბრუნდე. ზაფხულის მიწურულსაც და შემოდგომასაც ერთნაირი, მელანქოლიური განწყობა აქვთ და მსუბუქი რომანტიკული კომედიები ორივე დროს სასიამოვნო საყურებელია.
10. მოგზაურობა
ფოტო: Giphy
დაბოლოს — არ დაგავიწყდეს, რომ არათუ სამყარო, შენი ქვეყანაც კი იმაზე მეტ აღმოჩენას გიმზადებს, ვიდრე წარმოგიდგენია. მერე რა, თუ საშემოდგომო შვებულების გატარებას პარიზში ვერ მოახერხებ. მე თუ მკითხავ, ფოთოლცვენის სეზონზე პარიზი სილამაზით ვერც საბადურის ტყეს შეედრება და ვერც — ბატეთის ტბას. ამიტომ, უქმეების ქალაქგარეთ გატარება აუცილებლად მიამატე სურვილების სიას.
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა

კომენტარები