Facebook-ზე მომხმარებლებს გამომწერები აკლდებათ — მიზეზი უცნობია
გამომწერები მარკ ცუკერბერგმაც დაკარგა.
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
გაურკვეველი მიზეზების გამო Facebook-ის გვერდებსა და ცალკეულ მომხმარებლებს გამომწერები აკლდებათ.
ღამის განმავლობაში თავად მარკ ცუკერბერგის მიმდევართა რაოდენობა დაახლოებით 120 მილიონიდან 9993 მომხმარებლამდე შემცირდა. სავარაუდოდ, ეს ფეისბუქის კიდევ ერთი შეფერხებიდან გამომდინარეობს.
ორშაბათსა და სამშაბათს გამომწერთა რაოდენობის მკვეთრი ვარდნა აშშ-ის რამდენიმე მედიის შემთხვევაშიც შეინიშნებოდა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლას უკავშირდებოდეს. მიუხედავად ამისა, ცუკერბერგის მიერ დაკარგულ გამომწერთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ეს ნაკლებსავარაუდოა.
კომენტარები