ბოლო 8 თვეში NFT გაყიდვები 98%-ით შემცირდა — რატომ
Dune Analytics-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში NFT-ების ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა $114 მილიონამდე დაეცა. ეს არის მასიური ვარდნა 98%-ით, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა იანვრის ბოლოს $6,2 მილიარდი იყო.
რთული დასაჯერებელია, მაგრამ Bored Ape Yacht Club (BAYC) კოლექციებმა, რომლებზშიც მომხმარებლები მილიონებს იხდიდნენ სულ რაღაც 1 წლის წინ, ახლა სწრაფად დაკარგა ტრენდულობა.
Dune Analytics-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში NFT-ების ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა $114 მილიონამდე დაეცა. ეს არის მასიური ვარდნა 98%-ით, იმის გათვალისწინებით, რომ ყოველკვირეული ვაჭრობის მოცულობა იანვრის ბოლოს $6,2 მილიარდი იყო.
Dune-ის მიერ ჩატარებული ანალიზი მოიცავდა NFT პლატფორმებს, როგორებიცაა OpenSea, NFTX, LarvaLabs, LooksRare, SuperRare, Rarible და Foundation. ანალიზმა ასევე აჩვენა მოულოდნელი ცვლილება, კერძოდ კი, პლატფორმა LooksRare-ის მიერ ვაჭრობის მოცულობით დროებით პირველი ადგილის წართმევა OpenSea-ისთვის.
თუმცა ვაჭრობის მოცულობა შემცირდა პლატფორმებზე OpenSea-ს ჩათვლით, რომლის გაყიდვებიც 75%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის, განსაკუთრებით ETH-ის ფასის ვარდნა, რომელიც NFT ტრანზაქციებისთვის ყველაზე ხშირად გამოიყენება, ასევე შეიძლება იყოს ამაზე პასუხისმგებელი.
იანვრის დასაწყისში, კრიპტოვალუტის ჩავარდნამდე, საშუალო NFT გაყიდვა დაახლოებით $2000 დოლარს შეადგენდა, ახლა კი ის $285-მდე დაეცა.
ეს რიცხვები შეიძლება ჩანდეს როგორც NFT ბუმის დასასრული, თუმცა ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. ანალიზმა აჩვენა, რომ NFT ბაზარზე მოვაჭრეების რაოდენობა კვლავ დიდია. მარტში, დაახლოებით 66 000 გამყიდველმა დაიკავა NFT ბაზრები და რიცხვი მხოლოდ 42 000-მდე დაეცა სექტემბრის მდგომარეობით.
აქტიური მომხმარებლების რაოდენობა პლატფორმებზე, როგორიცაა Open Sea, მხოლოდ ხუთი პროცენტით შემცირდა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი ცნობილი NFTS-ების პოპულარობის დაცემით, როგორიცაა BAYC. ანალიზის მიხედვით, Terraforms-ის სავაჭრო მოცულობა იყო 12,202 ETH, BAYC-ის 3,364 ETH-თან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შეიძლება ახლა ბევრს არ ვაჭრობდნენ NFT-ებით, ციფრული კოლექციონირების მიმართ ინტერესი მაინც უზენაესია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ NFT-ის მფლობელი ანგარიშების რაოდენობა გაიზარდა 3,36 მილიონიდან ამ წლის დასაწყისში 6,14 მილიონამდე სექტემბერში, — ნათქვამია CoinTelegraph-ის ანგარიშში.
NFT-ის მიმართ ინტერესი ბიზნესის მხრიდანაც არ იკლებს. NFT მარკების გამოცდა ავსტრიაში მიმდინარეობს, ხოლო Mastercard-მა თავისი NFT-ზე მორგებული სადებეტო ბარათები გამოაქვეყნა. Starbucks-მა ასევე გამოუშვა თავისი NFT, რომელსაც უწოდებს მარკებს, ხოლო Redditt-ის ვერსიას უწოდეს "საკოლექციო ავატარები".
შესაბამისად, NFT გაყიდვები შესაძლოა შემცირდა სავაჭრო საიტებზე, მაგრამ მათდამი ინტერესი არ განელებულა.
კომენტარები