Google Maps-ის ახალი ფუნქციით შეამოწმებთ, როგორი vibe აქვს ადგილს — როგორ
თუკი მეგობართან ერთად დიდხანს ფიქრობთ, სად სჯობს დროის გატარება, გუგლის რუკებით ამ პრობლემას მარტივად გადაჭრით.
ოთხშაბათს, Search On-ის წარდგენის ღონისძიებაზე, Google-მა თავის Maps-ს რამდენიმე საინტერესო ფუნქცია დაუმატა, რომელთაგან ერთ-ერთი Gen Z-ის ტენდენციებს იდეალურად ერგება. მალე გუგლის რუკების მომხმარებლები შეძლებენ, კონკრეტული ადგილის 3D რენდერებთან ერთად, ასევე შეამოწმონ ამ ადგილის vibe (ატმოსფერო).
ახალი Vibe Check ფუნქცია შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა გადახედონ ყველაფერს, რაც პოპულარული ან საყვარელია კონკრეტულ უბანში. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ხელოვნური ინტელექტისა და ადგილობრივი მომხმარებლების მიმოხილვებისა და ფოტოების კომბინაციას.
ფუნქცია გამოვა მომავალი თვეების განმავლობაში როგორც Android, ასევე iOS აპლიკაციებისთვის. რუკების ახალი ფუნქციის დემონსტრირებისთვის გუგლმა გამოიყენა პარიზის ისტორიული ლათინური კვარტალი, როგორც მაგალითი, რათა შეეხსენებინა, რომ vibe იმაზე მეტ რამეს ერგება, ვიდრე უბრალოდ მოდურ ყავის მაღაზიებსა და ბარებს.
ამ ახალ ფუნქციას რამდენიმე გამორჩეული დეტალი აქვს. პირველი ისაა, რომ, როგორც ჩანს, რუკები დახაზავს საზღვრებს უბნებს შორის, რამაც, შესაძლოა, ადგილობრივები ერთმანეთს "წააჩხუბოს" კიდეც იმის თაობაზე, თუ რომელ უბანს ეკუთვნის კონკრეტული ღირსშესანიშნაობა, რესტორანი თუ სხვა. მეორეც, ყველა უბანს არ აქვს ისეთი მდიდარი ისტორია, როგორიც გააჩნია პარიზის ლათინურ კვარტალს.
Immersive View
გარდა Vibe Check-ისა, გუგლი ასევე ამატებს "ფოტორეალისტურ საჰაერო ხედებს", რომლებიც, თეორიულად, ასევე კონკრეტული ადგილის ატმოსფეროს შესამოწმებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, დაათვალიეროთ 3D-მოდელირებული ღირშესანიშნაობები — მათ შორის, ეიფელის კოშკი და აკროპოლისი — მთელ მსოფლიოში. ეს ფუნქცია მაისში გუგლის I/O-ზე გამოვა და საშუალებას მოგცემთ, რუკებში დაათვალიეროთ რესტორნები და სხვა შენობები, რათა მიიღოთ იდეა, თუ რას უნდა ელოდოთ, თუკი იქ დროის გატარებას გადაწყვეტთ.
Live View
ბოლო დიდი, ახალი ფუნქცია გუგლის რუკების მომხმარებლებისთვის, არის Live View-ის გაუმჯობესება. Live View საშუალებას გაძლევთ, მოახერხოთ ნავიგაცია ქუჩაში თქვენი ტელეფონის კამერის გამოყენებით. გუგლი Live View-ს ამატებს საძიებო ფუნქციას, ასე რომ, შეგიძლიათ კამერა ატრიალოთ მანამ, სანამ არ დაინახავთ უახლოეს ბანკომატს, მატარებლის სადგურს, ყავის მაღაზიებსა და სხვა ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს.
კომენტარები