ვოლვოს ახალი ელექტრო ავტომობილი არ იმოძრავებს, თუ აღმოაჩენს, რომ ნასვამი ხართ
წარმოიდგინეთ, თქვენს მანქანას, რომ შეეძლოს იმის გაგება, რამდენად ნასვამი, დაღლილი, უძინარი, და ყურადღება გაფანტული ხართ. და აი უკვე ამის შემდეგ იღებდეს გადაწყვეტილებას დაიძრას თუ არა ადგილიდან.
სულ ახლახანს ვოლვომ გამოაცხადა "მძღოლის გაგების სისტემის" შესახებ, რომელიც მის ახალ ელექტრო მანქანებს ექნება. ცნობისთვის, კომპანია 2030 წლისთვის სრულად ელექტრო მობილებზე გადასვლას გეგმავს.
მძღოლის გაგების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე, რომელიც ვოლვომ დააანონსა თავისი სენსორებისთვის, რომელთაგან ერთი დამონტაჟდება მანქანის გარეთ, რათა გზაზე დაბრკოლებების აღმოჩენა გააადვილოს, ხოლო დანარჩენი ორი ფოკუსირებული იქნება მძღოლის თვალებზე, რათა დადგინდეს, რამდენად შეუძლია ინდივიდს მანქანის მართვა.
იმ შემთხვევაში თუ ჭკვიანი ავტომობილის სენსორები მძღოლის ნასვამ მდგომარეობას დააფიქსირებს, პირველ ეტაპზე გაფრთხილების ნიშანს გამოსცემს. იმ შემთხვევაში თუ მძღოლმა ავტომობილი არ გააჩერა მანქანა ავტომატურად დაიწყებს შენელებას და საბოლოოდ გაჩერდება.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ მხოლოდ დაკვირვებით, სად იყურება მძღოლი, რამდენ ხანს და როგორ ხუჭავს თვალებს ბევრი რამის თქმა შეგვიძლია", — თქვა Volvo-ს უსაფრთხოების ექსპერტმა ემა ტივესტენმა.
ემას თქმით, კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გამოთვლებით, სენსორული სისტემა საშუალებას იძლევა დაადგინონ, არის თუ არა მძღოლის უნარი დაქვეითებული, შეინიშნება თუ არა უძილობა, კონცენტრაციის პრობლემა და სხვა.
მაგალითად, თუ მძღოლი "ძალიან ცოტას უყურებს გზას", ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის მესიჯს აგზავნის მართვის დროს, მაგრამ თუ ის ერთ ადგილს "ზედმეტად დიდხანს აჩერდება" ეს მიანიშნებს, რომ ის ფიქრებში გაერთო.
მხოლოდ დრო გვიჩვენებს რამდენად იმუშავებს მსგავსი სისტემა და თუ მან იმედები გაამართლა ის მართლაც მნიშვნელოვანი ინოვაცია იქნება და ბევრ სიცოცხლესაც გადაარჩენს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი.
კომენტარები