შეთქმულების თეორიების მომხრეები ფიქრობენ, რომ CERN-მა პარალელურ სამყაროში გადაგვიყვანა
სამშაბათს, 5 ივლისს მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაწილაკების ამაჩქარებელი კიდევ ერთხელ ჩაირთო. სამი წლის განახლებისა და დახვეწის შემდეგ, კოლაიდერმა მალევე სამი ახალი ეგზოტიკური ნაწილაკი დააფიქსირა.
დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC) უკვე მუშაობს და უნდა ველოდოთ, რომ მალე ახალ რეკორდებს მოხსნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მკვლევრები ე.წ. "ღმერთის ნაწილაკისა" (ჰიგსის ბოზონი) და ბნელი მატერიის შესწავლას გეგმავენ.
თუმცა, აქ არიან კონსპირაციის თეორიის მიმდევრები და მათთან ერთად ნამდვილად ვერ მოიწყენ. ზოგს მიაჩნია, რომ კოლაიდერი ჯოჯოხეთის კარებს გახსნის, მაგრამ ესეც არაფერია ბოლო ტრენდთან შედარებით. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ კოლაიდერმა პარალელურ სამყაროში გადაგვიყვანა და უკან დაბრუნების საშუალება აღარ გვაქვს.
CERN ყოველთვის იყო სხვადასხვა შეთქმულების თეორიებისთვის ნამდვილი საბადო: შავი ხვრელების ხელოვნურად წარმოქმნიდან დაწყებული სხვა აპოკალიფსური იდეებით დასრულებული. ახლა კი, წლევანდელი შეთქმულების თეორეტიკოსები, როგორც ჩანს ცოტა უფრო შორს წავიდნენ. შეიძლება დოქტორ სტრეინჯის მულტივერსს უყურეს, რადგან ახალი ჭორები ძირითადად სხვა განზომილებაში პორტალის გახსნის გარშემოა ორიენტირებული.
"იგრძენით დიდი ცვლილებები? 5 ივლისს, ჩვენ ფაქტიურად შევიცვალეთ რეალობა, როდესაც კი CERN ჩაირთო. ის გახსნის პორტალს და ჩვენ ახალ სამყაროში აღმოვჩნდებით. შეინარჩუნეთ პოზიტიური ემოციები და ენერგია", — დაწერა ერთმა ცნობილმა ასტროლოგმა Twitter-ზე.
ეს ყველაფერი ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისაც ამ ყველაფრის სჯერა. ამიტომ, მოდი შეთქმულების თეორიას ცოტა ხნით სერიოზულად მივუდგეთ. ეს კონსპირაციული თეორიები ეყრდნობა იმ იდეას, რომ ნაწილაკების ამაჩქარებელს პარალელური სამყაროების აღმოჩენა შეუძლია.
"როგორ გავიგოთ არსებობს თუ არა დამატებითი განზომილებები? ამის გასარკვევად ერთი ვარიანტია — შესაბამისი ნაწილაკების დაფიქსირება", — ნათქვამი CERN-ის განცხადებაში.
თეორიები, რომლებიც დამატებით განზომილებებს პროგნოზირებენ, მიუთითებენ, რომ ისევე როგორც ატომებს აქვთ დაბალი ენერგია, ასევეა უნდა იყოს სტანდარტული ნაწილაკების უფრო მძიმე ვერსიები სხვა განზომილებაში. ნაწილაკების ამ უფრო მძიმე ვერსიებს ზუსტად იგივე თვისებები ექნებათ, რაც სტანდარტულ ნაწილაკებს.
კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ის, რომ LHC-ს შეუძლია წარმოქმნას უკიდურესად დროებითი და წარმოუდგენლად მინიატურული შავი ხვრელები. ამ მიკროსკოპული შავი ხვრელების გამოჩენამ შეიძლება მოგვაწოდოს ინფორმაცია დამატებითი განზომილებების შესახებ. თუმცა, ასეთი შავი ხვრელები არ არის საშიში და მათი არსებობის ხანგრძლივობა წამებში 10-27 ხარისხია.
"ენერგია, რომელსაც ასეთ დროს ვიღებთ კოღოს ფრენისას უტოლდება. ასტრონომიული შავი ხვრელები წარმოუდგენლად მასიურია, ვიდრე ის რაც კოლაიდერში შეიძლება წარმოიქმნას", — ამბობენ CERN-ში.
თუმცა, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, პარალელურ სამყაროში მოხვედრასთან შავი ხვრელების წარმოქმნა, გინდაც უფრო მასიურის, რთულად დასაკავშირებელია. ვნახოთ რა იქნება შემდეგი კონსპირატორების გონებაში.
კომენტარები