ალკოჰოლი კოსმოსში — გალაქტიკის ცენტრში ალკოჰოლის გიგანტური მოლეკულა აღმოაჩინეს
დიახ, კოსმოსში ალკოჰოლია! თუმცა, არა, ეს არ არის უყურადღებო ასტრონავტების მიერ გადაყრილი ღვინის ბოთლები. საუბარია მიკროსკოპულ მოლეკულურ ფორმაზე. ახლა კი, მკვლევრების თქმით, აღმოაჩინეს კოსმოსში ყველაზე დიდი ალკოჰოლის მოლეკულა, პროპანოლის სახით.
პროპანოლის მოლეკულები არსებობს ორი ფორმით: ნორმალური-პროპანოლი, რომელიც პირველად ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში აღმოაჩინეს და იზო-პროპანოლი (ხელის სადეზინფექციო საშუალების მთავარი ინგრედიენტი), რომელიც აქამდე ვარსკვლავთშორის სივრცეში არ დაუფიქსირებიათ.
ამ აღმოჩენებმა ნათელი უნდა მოჰფინოს იმას, თუ როგორ წარმოიქმნება ციური სხეულები, როგორიცაა კომეტები და ვარსკვლავები.
"პროპანოლის ორივე იზომერის ფაქტორი ცალსახად ძლიერია თითოეული მათგანის ფორმირების მექანიზმის განსაზღვრაში. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან", — ამბობს ასტროქიმიკოსი რობ გაროდი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან.
ეს ალკოჰოლის მოლეკულები აღმოაჩინეს ვარსკვლავების "მიწოდების ოთახში", გიგანტურ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში, სახელად Sagittarius B2-ში. რეგიონი მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრთან, იქ სადაც სუპერმასიური შავი ხვრელი Sagittarius A* არის განთავსებული.
კოსმოსის მსგავსი მოლეკულური ანალიზი უკვე 15 წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს კვლევები ჩილეში არსებულმა ტელესკოპმა კიდევ უფრო გააძლიერა. საუბარია ატაკამას ფართო მილიმეტრულ (ALMA) ტელესკოპზე.
ALMA გამორჩეულია მაღალი გარჩევადობითა და მგრძნობელობით. ეს მკვლევრებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ მოლეკულები, რომლებიც ადრე არ იყო ხილული. სწორედ ასე გაკეთდა ახალი აღმოჩენა.
"რაც უფრო დიდია მოლეკულა, მით მეტ სპექტრულ ხაზს გამოიმუშავებს სხვადასხვა სიხშირეზე. ასეთი მოლეკულები კი გალაქტიკის ცენტრში საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა", — ამბობენ მკვლევრები.
რისი მოცემა შეუძლია ამ ყველაფერს?
მსგავსი მჭიდროდ დაკავშირებული მოლეკულების აღმოჩენა, როგორიცაა ნორმალური პროპანოლი და იზო-პროპანოლი, მეცნიერებს საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად დაათვალიერონ მათი წარმოქმნილი ქიმიური რეაქციები. ეს ქიმიური რეაქციები კი საბოლოოდ ვარსკვლავების წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.
მკვლევრების თქმით, გალაქტიკის ამ რეგიონში ბევრი ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება და მისი შესწავლა ასტრონომიისთვის უმნიშვნელოვანესია.
კვლევა ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები