მეცნიერებმა მცენარეები მზის შუქის გარეშე, სრულ სიბნელეში გაზარდეს
დროსთან ერთად მეცნიერების ჩვენს გაკვირვებას არ წყვეტენ. ამ კვირის დასაწყისში, UC Riverside-სა და Delaware-ის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადალახეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ბარიერი, მათ მცენარეები სრულ სიბნელეში გაზარდეს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მკვლევრებმა გამოიყენეს ორეტაპიანი პროცესი ნახშირორჟანგის, ელექტროენერგიის და წყლის აცეტატად გადაქცევისთვის. მცენარეებმა მოიხმარეს აცეტატი და შეძლეს სიბნელეში ზრდა.
"ჩვენ ვცდილობდით შეგვემუშავებინა საკვების წარმოების ახალი მეთოდი, რომელსაც შეეძლო გაერღვია ბიოლოგიური ფოტოსინთეზის მიერ დაწესებული საზღვრები", — თქვა კვლევის ავტორმა რობერტ ჯინკერსონმა განცხადებაში.
გაიზარდა თუ არა პომიდორი და სხვა მცენარეები ამ მეთოდით? ეს აშკარაა, რადგან ფოტოები სწორედ ამ შედეგს ადასტურებს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მარტივია ასე საკვების წარმოება და რამდენად სასარგებლო იქნება ის ამ სახით.
მიუხედავად ამისა, მიგნება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება საკვების წარმოების მეთოდი, მით უფრო გაგვიადვილდება ეს პროცესი. ვაწარმოოთ საკვები მზის შუქის გარეშე, ნამდვილად მნიშვნელოვანია და დიდ პროგრესადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.
კომენტარები