გაიცანით სტარტაპი, რომელიც არაყს ნახშირორჟანგისგან ამზადებს
CNBC-ის უწყებით, სტარტაპი, სახელად Air Company არაყს ნახშირორჟანგის (CO2) გამონაბოლქვის გამოყენებით ამზადებს. ისინი მასალას არაერთი სახის ალკოჰოლად გარდაქმნიან, მათ შორის ხელის ანტიბაქტერიულ ხსნარებად, სუნამოებად და არყად.
"თავისთავად, პლანეტისათვის გაცილებით უკეთესია, რომ თითოეული წარმოებული ბოთლით მას CO2-ისაგან ვასუფთავებთ", — განაცხადა გრეგორი კონსტანტინმა, Air Company-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან საუბრისას.
კომპანია, პირველ რიგში, ელექტროლიზის საშუალებით წყალბადსა და ჟანგბადს აცალკევებს წყლისგან, რომელსაც შემდეგ ეთანოლად გარდაქმნის, "ნახშირბადის გარდამქმნელი რეაქტორის" საშუალებით. თავის მხრივ, იგი დატყვევებულ CO2-ს იყენებს. შედეგად ეთანოლს ხდიან და დასალევად ვარგის ალკოჰოლურ სასმელს იღებენ.
Air Vodka არყის 750 მილილიტრი ამჟამად 65 დოლარად იყიდება, რაც, თავისთავად, ჩვეულებრივ სასმელზე გაცილებით ძვირია. Air Company წარმოების გაფართოებასა და ემისიებით შექმნილი არაერთი სხვა პროდუქტის გამოშვებას გეგმავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვით არაერთი სხვა ნივთიერება აქამდეც შექმნილა, მათ შორის სარეცხი საშუალება და რაკეტებისათვის განკუთვნილი საწვავი.
"ჩვენთვის არაყი ნამდვილად ერთგვარი საშუალებაა სხვა პროდუქტებზე გადასასვლელად, შემდეგ კი სამრეწველო გამოყენებაზე ზრუნვისთვის იქამდე, სადამდეც ჩვენი ტექნოლოგია წავა", — განუცხადა კონსტანტინმა CNBC-ს.
კომენტარები