30 აპრილს მზის დაბნელებაა — სად ვუყუროთ
2022 წლის მზის პირველი დაბნელება 30 აპრილს მოხდება და მისთვის თვალის მიდევნებას დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ. კერძოდ, ეს მოვლენა ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ასევე, წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმდებარე რეგიონებიდან გამოჩნდება.
მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პიკს პირველი მაისის 00:41 საათზე მიაღწევს და 02:37 საათზე დასრულდება.
ეს მაშინ ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის ექცევა და მის დისკოს ნაწილობრივ ეფარება, რის გამოც მზე ნამგლისებურად ჩანს. დაჩრდილული არეალის სიდიდე იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ვუმზერთ. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილიდან მნათობის დისკოს მაქსიმუმ 64 პროცენტი მოექცევა ბნელში.
აღნიშნულ მოვლენას საქართველოდან ვერ ვიხილავთ, თუმცა ლაივბლოგი და პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება. მას შეგიძლიათ YouTube არხზე Gyaan ki gareebi Live უყუროთ, სტრიმინგი 21:45 საათზე დაიწყება.
წელს მზის 2 ნაწილობრივი დაბნელება მოხდება. მომდევნოს თარიღი 25 ოქტომბერია, რის შემდეგაც მოცდა 2023 წლამდე მოგვიწევს.
კომენტარები