პენსიაზე გასულმა ინჟინერმა ვაშლის 1 200 ჯიში გადაშენებისგან იხსნა
ილინოისის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში 7 500 სახეობის ვაშლია, რომელთაგან 2 500 შეერთებულ შტატებშია. მაშ, რატომ არ ვხვდებით ამ ჯიშებს? ეს იმიტომ, რომ მათან ზოგი ფაქტიურად გადაშენდა.
თუმცა, ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს, რადგან პენსიაზე გასულმა ინჟინერმა, სახელად ტომ ბრაუნმა, მიზნად დაისახა გადაშენებისგან გადაარჩინოს სხვადასხვა ჯიშის ვაშლები. ამ დროისთვის ბრაუნმა უკვე გადაარჩინა 1 200 სახეობის ვაშლი.
ვაშლის განსხვავებული ჯიშები
ეს ყველაფერი 1998 წელს დაიწყო, როდესაც ფერმერთა ბაზარზე ბრაუნმა პირველად შეიძინა ცოდნა რამდენიმე ვაშლის სახეობის შესახებ, რომლებიც სტანდარტიზებული იყო მე-18 და მე-19 საუკუნეებში. ბრაუნმა გადაწყვიტა, რომ ვაშლის სხვადასხვა ჯიშის მოვლა და გადარჩენა იყო პროექტი, რომლისთვისაც მთელი თავისი დროის დაეთმობა სურდა.
ბრაუნმა დაიწყო გამოცდილი მებაღეების მოძიება და მათგან ისწავლა ვაშლის ხეების მოვლა, მოშენება და გადანერგვა. და აი ახლა, 20 წლის შემდეგ, მან ხელახლა აღმოაჩინა და დანერგა ისტორიული ვაშლის 1200-ზე მეტი ჯიში, რომლებიც მისი ძალისხმევის გარეშე გადაშენდებოდა.
ბრაუნს აქვს ვებსაიტიც სახელწოდებით Apple Search, რომელსაც ის იყენებს დიდი ხნის დაკარგული ჯიშების საძიებლად.
საგამოძიებო სამუშაოები
ის ეძებს ისტორიულ ჩანაწერებში ნახსენებ ძველ ბაღებს ან იკვლევს სხვადასხვა მოქალაქის ჩანაწერებს, რომლებიც ხშირად იხსენებენ მრავალი წლის წინ არსებულ ჯიშებს. როდესაც ის საბოლოოდ აღმოაჩენს ახალ ხეს, იღებს ნიმუშს შემდგომი შესწავლისთვის.
ძველი ბაღების ჩანაწერებში, უშუალოდ ცნობებში და ბოტანიკოსების ტექსტებში ის აღმოჩენილი ინფორმაციის გამოყენებით, სწავლობს და ადარებს ფოთლებს, ხეებსა და ხილის მახასიათებლებს.
კომენტარები