მზეზე უდიდესი ამოფრქვევის გამო, დედამიწა ახლა გეომაგნიტური შტორმის ეპიცენტრშია
ოფიციალური პირების განცხადებით, მზეზე უდიდესი ამოფრქვევის გამო, დედამიწა ახლა გეომაგნიტური შტორმის ეპიცენტრში იმყოფება.
ძლიერი გეომაგნიტური შტორმი რამდენიმე საათის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ოკენეებისა და ატმოსფეროს სამეთვალყურეო ადმინისტრაციამ (NOAA) შენიშნა და მათივე თქმით, შტორმზე დაკვირვება რამდენიმე საათი ხორციელდებოდა. შტორმის შესახებ პირველებმა ინფორმაციაც სწორედ მათ გაავრცელეს.
შტორმი G3 დონით შეფასდა, რასაც ის "ძლიერი" შტორმების სიაში შეჰყავს. ასეთი სიძლიერის შტორმს უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მან შეიძლება დააზიანოს GPS და რადიო, ასევე შტორმმა შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ძალურ მოწყობილობებს, სატელიტებსა და კოსმოსში მყოფ კოსმონავტებსაც.
ასევე, ასეთი ძალის მქონე შტორმის გამო, შესაძლოა დედამიწის სხვადასხვა წერტილში, სადაც ის აქამდე არასდროს ყოფილა, პოლარული ნათებაც ვიხილოთ. მკლევართა თქმით, გეომაგნიტური შტორმი გარკვეულ პრობლემებს გადამფრენ ფრინველებსაც უქმნის.
საზომი შკალა G5-მდე ადის, ეს მისი მაქსიმალური ნიშნულია. G5 შტორმს დედამიწაზე ელექტრო გადამცემი ხაზების დაზინაება, სანავიგაციო სისტემების მოსპობა და სხვა კრიტიკული ელექტრული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. საბედნიეროდ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, დღეს აღწერილი შტორმი G3-ით შეფასდა.
ექსპერტების აზრით, მსგავსი მოვლენებისთვის ჩვენ არასათანადოდ ვართ მზად და ეს დიდი პრობლემაა.
ამავე თემასთან დაკავშირებით ნახეთ — მზის ზედაპირზე გიგანტური "ცეცხლოვანი კანიონი" გაიხსნა.
კომენტარები