მეცნიერებმა შექმნეს მზის პანელი, რომელიც ღამით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს
მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი ტიპის მზის პანელი, რომელსაც შეუძლია ღამით ელექტროენერგიის გამომუშავება. სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს ფოტოელექტრული (PV) უჯრედი, რომელიც რადიაციული გაგრილების მეთოდს იყენებს. საუბარია ფოტოელექტრული უჯრედის რადიაციული გაგრილებაზე. ამის საშუალებით ის უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის 24 საათიან გამომუშავებას.
თერმოელექტრული გენერატორის ჩვეულებრივი PV მზის პანელში ჩართვის გზით, მეცნიერებმა 50 mW/m2 ღამის ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლეს. ის ფუნქციონირებს, როგორც ჩვეულებრივი მზის პანელი დღის განმავლობაში. ამის შემდეგ პანელი "იქცევა საპირისპიროდ", რათა განაგრძოს ელექტროენერგიის გამომუშავება ღამითაც.
ინჟინრებმა განაცხადეს, რომ პანელის შესაქმნელად გამოიყენეს იაფი და ჩვეულებრივი მასალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მოწყობილობის შექმნა შორეულ ადგილებშიც შესაძლებელი იქნება — იქ სადაც რესურსების პრობლემაა.
"რაც ჩვენ შევძელით ეს ინოვაციური ტექნოლოგიის შემუშავებაა ჩვეულებრივი მასალისგან. შედეგად მივიღეთ ძალიან კარგი თერმული კონტაქტი და ყველაზე ძვირი, რაც მთელ წყობაშია თავად თერმოელექტრული ნივთიერებაა", — თქვა ზუნაიდ ომაირმა, მეტროლოგის ინჟინერმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ავტორია.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ უზრუნველყოფენ ენერგიის საიმედო და სუფთა წყაროს დაახლოებით 750 მილიონი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში. ეს მათთვის, ვინც ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს.
"ჩვენი სისტემა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც უწყვეტი განახლებადი ენერგიის წყარო, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში", — ნათქვამია კვლევაში.
კვლევა, რომელიც დეტალურად აღწერს ტექნოლოგიას, გამოქვეყნდა ჟურნალში Applied Physics Letters.
კომენტარები