გეიმერების ერთ-ერთი ფავორიტი ღონისძიება E3 2022 ოფიციალურად გაუქმდა
გეიმერების ერთ-ერთი ფავორიტი ღონისძიება, E3 წელს არ გაიმართება. Razer-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლმა, Will Powers-მა დატვიტა, რომ მან მიიღო მეილი, რომლიდანაც შეიტყო, რომ E3 გაუქმდა და აღარ გაიმართება. იმავე ინფორმაციას ადასტურებს IGN-იც, რომელიც აღნიშნავს, რომ მათაც მიიღეს E3-ის გაუქმების შემატყობინებელი მეილი.
წლევანდელი E3-ის ჩატარებას ფიზიკურ სივრცეში აპირებდნენ, თუმცა, იანვარში ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება ისევ შეცვალეს რადგან ჩათვალეს, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ისევ საკმაოდ დიდია. E3 ისევ ონლაინ რეჟიმში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ღონისძიება საერთოდ აღარ გაიმართება.
E3-ის მიმართ სკეპტიკური განწყობები გასულ წლებშიც არსებობდა. პანდემიამ მსგავსი ღონისძიებების მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა. ამას დაემატა ისიც, რომ დიდი გეიმინგ სტუდიები საკუთარ ღონისძიებებს მართავენ და E3 მათთვის პრიორიტეტული აღარ არის, შესაბამისად, რამდენიმე მათგანმა E3 უკვე მიატოვა. მაგალითად Nintendo საკუთარ Direct ღონისძიებებს მართავს, EA-ს Play Live აქვს, სადაც ახალი თამაშებისა და განახლებების შესახებ გვამცნობს ხოლმე. საკუთარი ღონისძიების გამართვა ამჯობინა Sony-მაც და მათ სიაახლეებს State of Play-დან შევიტყობთ ხოლმე.
E3-ის გაუქმებიდან მალევე, გეიმინგ ინდუსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, Geoff Keighley-მ საკუთარი ღონისძიების, Summer Game Fest-ის ივნისში ჩატარება დააანონსა.
E3-ის წარმომადგენლებვის განცხადებით, ღონისძიება 2023 წელს განახლებული პროგრამითა და შოუთი წარსდგება. მოსალოდნელია, რომ E3 2023 ფიზიკურადაც გაიმართება და ონლაინ რეჟიმშიც.
კომენტარები