პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ბუკა პეტრიაშვილი 2012-2014 წლებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
1998-2009 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2001-2002 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი იყო, 2004-2009 წლებში კი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
წყარო: ვიკიპედია