მინსკის შეთანხმების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა — მიშელი ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებლად" აღიარებაზე
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების დარღვევად აფასებს.
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები ერთიანობითა და მტკიცე სოლიდარობით ირეაგირებენ", — წერს ის Twitter-ზე.
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს.
პუტინმა პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ ბრიფინგზე მიმართა უკრაინის ხელისუფლებასაც და მოუწოდა, რომ "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.
ბრიფინგის დროს ის ამბობდა, რომ უკრაინის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა და საუბრობდა "საერთო წარსულზე" და იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ მეზობელი ქვეყანა, არამედ "განუყოფელი ნაწილია". რა თქმა უნდა, გააჟღერა პროპაგანდა და თეორიები იმაზეც, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა დაიწყებს ომს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს და ისევ დაადანაშაულა ქვეყანა მინსკის შეთნახმების დარღვევაში, რომელსაც თავად არ იცავს. დასასრულს მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.
დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე, მოგვიანებით მიიღებდა.
კრემლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომის შემდეგ პუტინი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შესაბამის დადგენილებას, მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივით "უკრაინის აგრესია" დაასახელა. როგორც კრემლი ამბობს, მაკრონმა და შოლცმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომა მაკრონსა და შოლცთან განიხილა. დამატებითი დეტალები უცნობია.
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
კომენტარები