ტომ ჰოლანდმა და ზენდეიამ გააკრიტიკეს სტერეოტიპი, რომ ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს
ტომ ჰოლანდი და ზენდეია ჰოლივუდის ახალი ფავორიტი წყვილია. მსახიობები ადამიანი ობობას ფილმებში პიტერ პარკერისა და ემჯეის განასახიერებენ და რამდენიმე დღის წინ წითელ ხალიჩაზე წყვილის სტატუსით პირველად გამოჩნდნენ.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ტომმა და ზენდეიამ თავიანთ სიმაღლეებს შორის სხვავებაზე იხუმრეს. ტომ ჰოლანდი სიმაღლეში დაახლოებით 173, ზენდეია კი 178 სანტიმეტრია. მათი თქმით, ცოტათი რთული იყო იმ ტრიუკის შესრულება, რომლის დროსაც ადამიან ობობას ფრენის შემდეგ ემჯეი ხიდზე უნდა ჩამოესვა. რადგანაც ზენდეია უფრო მაღალია, ხიდზე ტომზე ადრე დგებოდა. მათ ტრიუკი ინტერვიუს დროსაც გაითამაშეს.
ახალ ინტერვიუში ტომმა და ზენდეიამ საკითხი უფრო სერიოზულად განიხილეს. ჟურნალისტმა ფილმში პიტერისა და ემჯეის კოცნა გაიხსენა და მსახიობებს საზოგადოებაში დამკვიდრებული ის სტერეოტიპი შეახსენა, რომლის მიხედვითაც, წყვილში ქალი კაცზე მაღალი არ უნდა იყოს. ჟურნალისტმა სტერეოტიპს მიზოგონიური უწოდა.
ტომი და ზენდეია ჟურნალისტს დაეთანხმნენ. ტომმა შეხედულებას სისულელე უწოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ ემჯეის როლისთვის კასტინგზე მოსული ყველა გოგო მასზე მაღალი იყო, რაც მისთვის პრობლემა არ ყოფილა.
"ეს ნორმალურია. დედაჩემი მამაჩემზე მაღალია. დედაჩემი ყველა ადამიანზე მაღალია", — თქვა ზენდეიამ.
ზენდეიამ პიტერისა და ემჯეის კოცნას პერსონაჟებს შორის განსაკუთრებული და სასიამოვნო მომენტი უწოდა. მან ისიც აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია, როდესაც ფილმში ქალის სიმაღლის გადაფარვას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.
ამ პატარა დიალოგით ზენდეიამ და ტომმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საზოგადოების სიყვარულსა და პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ.
ნახეთ ინტერვიუს მონაკვეთი:
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები